კონსტანტინოპოლის პატრიარქმა განაცხადა, რომ უკრაინის ეკლესიას მალე მიანიჭებს ავტოკეფალიას, მსოფლიო საპატრიარქოს არ ეშინია მუქარების და ავტოკეფალიის მინიჭების უფლება „უკრაინის გარდა გამოყენებული იქნება სხვაგანაც, სადაც ეს საჭირო იქნება“
24-09-2018, 10:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომეოსმა განაცხადა, რომ უკრაინის ეკლესიას მალე მიანიჭებს ავტოკეფალიას. ეს განცხადება მან სტამბოლის ტაძარში საკვირაო წირვის შემდეგ, სტამბოლში უკრაინის გენერალური კონსულისადმი მიმართვისას გააკეთა. პატრიარქის გამოსვლის ვიდეოჩანაწერი საპატრიარქოს „ფეისბუქის“ გვერდზე არის განთავსებული.

 


როგორც ახალი ამბების სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება, თავდაპირველად ჩეხეთის ღვთისმსახურისადმი მიმართვისას, რომელიც ლიტურგიაზე იმყოფებოდა, ბართლომეოსმა განაცხადა, რომ ჩეხეთის და სლოვაკეთის ეკლესიას - ავტოკეფალური ეკლესიების მხრივ ყველაზე ახალგაზრდას - კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ მიანიჭა ავტოკეფალია 1998 წელს, და ახლა ის იმყოფება „ჩვენი საპატრიარქოს სიყვარულის და მფარველობის ქვეშ“.

 

 

„ახლა დადგა უკრაინის ჯერი, რომელიც, ავტოკეფალიის სტატუსს ახლო მომავალში მიიღებს, ვიმედოვნებ, არსებული წინააღმდეგობის მიუხედავად, და ეს მოხდება, რადგანაც ეს მისი უფლებაა“, განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა.

 

 

მან დაამატა, რომ კიევს აქვს მსგავსი სტატუსის მიღების უფლება. გარდა ამისა, ბართლომეოსმა გაიხსენა, რომ ავტოკეფალიები მიენიჭა ყველა ახალ მართლმადიდებელ ეკლესიას - დაწყებული რუსეთიდან, XVI საუკუნეში და დასრულებული ჩეხეთის და სლოვაკეთის ეკლესიებით.

 

 

პატრიარქმა ხაზი გაუსვა, რომ კონსტანტიპოლის მართლმადიდებელ ეკლესიას არ ეშინია მუქარების, თუმცა მას არ აუხსნია, რა მუქარებზეა საუბარი.

 

 

„ახლახან მე ვთქვი წირვაზე, მსოფლიო საპატრიარქოს არ ემუქრებიან, არ ეშინია მუქარების, მაგრამ განუხრელად ასრულებს თავის მისიას წმინდა კანონიკური წესების მიხედვით“, აღნიშნა მან.

 


ბართლომეოს I-მა დაამატა, რომ ეს უფლებები გამოყენებული იქნება „უკრაინის შემთხვევაში და სხვაგანაც, სადაც ეს საჭირო იქნება“.

 


მდგომარეობა ავტოკეფალიასთან დაკავშირებით

 


ამჟამად უკრაინაში მოქმედებს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში ითვლება. გარდა ამისა, უკრაინის ტერიტორიაზე მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ არაღიარებული „კიევის საპატრიარქო“ და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია მოქმედებს.

 

 

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო არაკანონიკური რელიგიური სტრუქტურების აღიარებას და მათ ნიადაგზე ერთიანი ავტოკეფალური ეკლესიის შექმნას ცდილობს.

 


როგორც „რია ნოვოსტი“ წერს, თავის მხრივ, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ფაქტობრივად „დიპლომატიური ურთიერთობების რღვევაზე“ წავიდა. კერძოდ, რუსეთის ეკლესიის სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, შეწყვიტოს პატრიარქ ბართლომეოსის მოხსენიება საპატრიარქო ღვთიმსახურებისას და გამოვიდეს იმ სტრუქტურებიდან, რომელსაც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენლები თავმჯდომარეობენ. „რია ნოვოსტის“ ცნობით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მის ათასწლოვან ისტორიაზე მეტი ხნის განმავლობაში, კონსტანტინოპოლთან ამგვარ კრიზისში მხოლოდ ერთხელ იმყოფებოდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი