შვედეთის პრემიერ მინისტრს, სტეფან ლოფვენს პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა, თუმცა იგი აცხადებს, რომ განზრახული აქვს პოლიტიკურად დაყოფილი ძალები გააერთიანოს და სხვა მთავრობის ჩამოყალიბებაზე იმუშაოს
25-09-2018, 14:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პარლამენტში უნდობლობის გამოცხადების შემდეგ შვედეთის პრემიერ მინისტრმა სტეფან ლოფვენმა თანამდებობა უნდა დატოვოს. მის გადაყენებას მხარი ანტი-იმიგრაციულმა „შვედმა დემოკრატებმა“ მისცეს ხმა - რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც უმრავლესობა ვერც ერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა.

 


სამშაბათს გამართულ კენჭისყრაზე ლოფვენის წინააღმდეგ ხმა 204-მა დეპუტატმა მისცა, ხოლო მის სასარგებლოდ 142-მა.

 


BBC-ის ცნობით, ახლა პარლამენტის სპიკერი ახალ ლიდერს წარადგენს - პროცესი, რამაც შესაძლოა რამდენიმე კვირა გასტანოს და ვიდრე, მისი შემცვლელის დამტკიცება მოხდება, მოელიან, რომ ლოფვენი დროებითი პრემიერ მინისტრი იქნება.

 


შვედეთის 9 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობა ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ მოიპოვა. ყველაზე მეტი ადგილი სტეფან ლოფვენის მემარცხენე-ცენტრისტულმა ბლოკს ერგო - 144 მანდატი - თუმცა წინა არჩევნებთან შედარებით, 15 ადგილი დაკარგა. მეორე ადგილზე გავიდა ოპოზიციური მემარჯვენე-ცენტრისტული ალიანსი 143 ადგილით, მესამეზე კი ნაციონალისტური „შვედი დემოკრატების“ პარტია, რომელსაც 62 მანდატი ერგო.

 


როგორც BBC წერს, არც ერთ მთავარ ბლოკს არ აქვს განზრახული ნაციონალისტ „შვედ დემოკრატებთან“ ერთად მართოს ქვეყანა.

 

 

კენჭისყრის შემდეგ კომენტირებისას, ლოფვენმა, რომელიც ჯერ კიდევ ყველაზე მსხვილი პარტიის ლიდერია, განაცხადა, რომ მას განზრახული აქვს პოლიტიკურად დაყოფილი ძალები გააერთიანოს და სხვა მთავრობის ჩამოყალიბებაზე იმუშაოს.

 

 

„მე კარგ შანსებს ვხედავ განვაგრძო საქმიანობა, როგორც პრემიერ მინისტრმა“, თქვა მან. ლოფვენის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ ამომრჩეველს ახალი არჩევნები სურს, თუმცა ჯერ კიდევ მოქმედმა პრემიერმა აღნიშნა, რომ ის არასოდეს დაუჭერს მხარს მთავრობას, რომელიც „შვედ დემოკრატებზე“ იქნება დაყრდნობილი. მისმა ოპონენტმა და პრემიერ მინისტრობის ახალმა ფავორიტმა, ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ საჭიროა ახალი მთავრობა, რომელსაც ფართო პოლიტკური მხარდაჭერა ექნება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი