პრეზიდენტმა სამხედროებს პორტატული კომპიუტერები გადასცა (ვიდეო)
07-02-2014, 16:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრს ესტუმრა. მარგველაშვილი ცენტრში არსებულ პირობებსა და ინფრასტრუქტურას გაეცნო.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი რეაბილიტაციის ცენტრში მყოფ სამხედროებს გაესაუბრა და თითოეულ მათგანს პორტატული კომპიუტერი გადასცა.

 

 

 

სამხედრო მოსამსახურეების ბავშვებმა საჩუქრები თავდაცვის სამინისტროს სახელით მიიღეს. ამჟამად რეაბილიტაციის კურსს საომარ მოქმედებებსა და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის დროს დაშავებული 10 სამხედრო მოსამსახურე გადის, რომლებიც წეროვანში ოჯახთან ერთად იმყოფებიან.

 

 

კომპლექსში, რომელშიც ორი შენობაა კეთილმოწყობილი, დაშავებული ჯარისკაცებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის დასვენების კომფორტული პირობებია შექმნილი. სამხედროები ოჯახის წევრებთან ერთად ცალკეული სამედიცინო ბატალიონის მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

 

 

უმაღლეს მთავარსარდალს წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კალანდაძე და სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი მედეა ბეთაშვილი მასპინძლობენ.

 

 

ადგილზე ასევე იმყოფებიან: უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი და თავდაცვის და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.

 

 

რეაბილიტაციის ცენტრი წეროვანში, პრეზიდენტის ყოფილ რეზიდენციაშია განთავსებული, რომელიც თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე თვის წინ გადაეცა. ცენტრმა ფუნქციონირება 9 იანვარს დაიწყო და ამჟამად უკვე სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების მესამე ნაკადს მასპინძლობს.

 

 

ცენტრში რეაბილიტაციისა და დასვენების კურსი უკვე 17-მა სამხედრო მოსამსახურემ გაიარა. პროცესი პერმანენტული ხასიათისაა და ყველა დაშავებულ სამხედრო მოსამსახურესა და მათი ოჯახის წევრზე გავრცელდება. 

 

                                           

                                                       

 

 

 

 

 

 

 

 

 

http://kvira.ge/?p=7273 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი