მოსკოვი სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს ტრამპის გეგმაზე, პოლონეთში აშშ-ის მუდმივი სამხედრო ბაზები განათავსოს
26-09-2018, 11:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლონეთში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზების განლაგების გეგმა რუსეთის საზღვრების მიმართულებით ძალების პროექტირებას წარმოადგენს, განაცხადა ახალი ამბების სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ გრუშკომ.

 


მისი თქმით, ამგვარი ნაბიჯი ნიშნავს იმას, რომ აშშ და მისი მოკავშირეები ფაქტობრივად საბოლოოდ გადადიან უსაფრთხოების უზრუნველყოფის ისეთ სქემებზე, რომელიც ცივი ომის დროს მოქმედებდა“.

 


მან აღნიშნა, რომ პოლონეთში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზების განთავსება რუსეთ-ნატოს ფუნდამენტური აქტის დარღვევა იქნებოდა, აქტისა, რომელიც პირდაპირ კრძალავას ამგვარ ნაბიჯებს.

 


„ჩვენ ბევრი მიზეზის გამო უარყოფითად ვაფასებთ {პოლონეთში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზების განლაგების გეგმას], რადგან ამგვარი გადაწყვეტილება, თუკი მისი რეალიზება მოხდება, უსაფრთხოების სფეროში მდგომარეობის შემდგომ გაუარესებას გამოიწვევს“, განაცხადა სერგეი ლავროვის მოადგილემ.

 


გრუშკომ გააფრთხილა დასავლეთი, რომ ამგვარი ბაზების გამოჩენა აიძულებს მოსკოვს მიიღოს მთელი რიგი „დამატებითი სამხედრო-ტექნიკური უსაფრთხოების ზომები“, რომელიც საიმედოდ უზრუნველყოფს რუსეთის უსაფრთხოებას ახალ პირობებში. „ჩვენ გვაქვს განსხვავებული შეძალებლობები, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი უსაფრთხოება“, დაამატა გრუშკომ.

 

 

„არავითარი ილუზია არ უნდა გაგვაჩნდეს: ჩვენი საზღვრების სიახლოვეს ამგვარი ბაზების განთავსების განზრახულობა გულისხმობს რუსეთის საზღვრების მიმართულებით ძალების პროექტირებას“, თქვა მინისტრის მოადგილემ და დასძინა, რომ მოსკოვი „არ გადის რუსეთ-ნატოს დიალოგიდან“.

 


პოლონეთში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზების განლაგების შესაძლებლობაზე დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა და თქვა, რომ აშშ განიხილავს პოლონეთში მუდმივი ამერიკული ბაზების განთავსების გეგმას, ხოლო ვარშავა მზადაა ვაშინგტონს „მილიარდობით დოლარი“ გადაუხადოს.

 


მოგვიანებით დუდამ განაცხადა, რომ ამერიკული ბაზა პოლონეთს 2 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდება და მისი სიტყვებით, ვარშავა მზადაა გამოყოს აღნიშნული თანხა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი