ტრამპმა ნეთანიაჰუსთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარება ორი-სახელმწიფოს გადაწყვეტით ესახება
27-09-2018, 10:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარება ორი-სახელმწიფოს გადაწყვეტით ესახება. მან ამ განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მისი ადმინისტრაციის დღემდე ყველაზე მკაფიო გზავნილი გააჟღერა. წარსულში ტრამპის ადმინისტრაცია ამბობდა, რომ ის მხარს დაუჭერდა ორი-სახელმწიფოს გადაწყვეტას, თუკი ორივე მხარე დათანხმდებოდა ამას.

 


ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ისრაელის პრემიერ მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გამართულ შეხვედრაზე ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მას სურს წარმოადგინოს სამშვიდობო გეგმა მომდევნო ორი-სამი თვის განმავლობაში.

 

 

„მე მომწონს ორი-სახელმწიფოს გადაწყვეტა. ეს არის ის, რაც ვფიქრობ, რომ საუკეთესოდ მუშაობს... ეს ჩემი შეგრძნებაა“, განაცხადა ტრამპმა.

 


ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ნებისმიერი შემდგომი პალესტინური სახელმწიფო უნდა იყოს დემილიტარიზებული და უნდა აღიარებდეს ისრაელს, როგორც ებრაელი ხალხის სახელმწიფოს - პირობები, რომელზეც პალესტინელები ამბობენ, რომ იგი არ არის გულწრფელად მოწადინებული მშვიდობის დამყარების.

 


ორი-სახელმწიფოს გადაწყვეტას გულმხარვალედ უჭერენ მხარს შეერთებული შტატების არაბი მოკავშირეები. (შენიშვნა: ორი სახელმწიფოს გადაწყვეტა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტთან კავშირშია და გულისხმობს ორ სახელმწიფოს ორი ერისთვის. ორი-სახელმწიფოს გადაწყვეტა ითვალისწინებს ისრაელის გვერდით პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობას მდინარე იორდანეს დასავლეთით).

 


მოგვიანებით, ტრამპმა ნიუ იორკში პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იგი ღია იქნება ერთი-სახელმწიფოს გადაწყვეტის საკითხში, თუკი ეს იქნებოდა თავად მხარეების სურვილი - პოზიცია, რომელიც მას წარსულშიც აქვს გამოხატული.

 


„თუკი ისრაელელებს და პალესტინელებს სურთ ერთი სახელმწიფო, ეს მისაღები იქნება ჩემთვის. თუ მათ სურთ ორი სახელმწიფო, ესეც მისაღებია ჩემთვის. მე ბედნიერი ვიქნები, თუკი ისინი იქნებიან ბედნიერი“, თქვა ტრამპმა.

 


გასული წლის დეკემბერში, როცა ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იქ გადაიტანა, ეჭვები გაძლიერდა იმასთან დაკავაშირებით, შეძლებს თუ ვერა ტრამპი უზრუნველყოფას შეთანხმების, რასაც მან „საბოლოო შეთანხმება“ უწოდა.

 


ტრამპმა განაცხადა, „მისი ოცნებაა“, რომ უზრუნველყოს შეთანხმება მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, 2021 წლის იანვრის პირველ ნახევრამდე.

 


‘არასაკმარისი’

 


ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ იგი „არ არის გაკვირვებული“ აშშ-ის პრეზიდენტის სურვილით, ორი-სახელმწიფოს გადაწყვეტის და პალესტინელებთან ერთად მშვიდობიანი ურთიერთობის თაობაზე, წერს ისრაელის მედია.

 


ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იერუსალიმია. ორივე მხარე ამტკიცებს, რომ ის მათი დედაქალაქია. ტრამპის ნაბიჯმა იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქდ აღიარების თაობაზე, აღაშფოთა პალესტინელები, რომლებიც ამის შემდეგ ვაშინგტონის სამშვიდობო ძალისხმევებს, რომელსაც ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი ხელმძღვანელობს, ბოიკოტს უცხადებენ.

 


პალესტინელებს სურთ თავიანთი სახელმწიფო დასავლეთ სანაპიროზე და ღაზას სექტორსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში ჩამოაყალიბონ. ისრაელმა ეს ტერიტორიები 1967 წლის ახლო აღმოსავლეთის ომის დროს დაიპყრო და მოახდინა აღმოსავლეთ იერუსალიმის ანექსია, რასაც დღემდე არ აღიარებს საერთაშორისო საზოგადოება. ისრაელი იერუსალიმს მის მარადიულ და განუყოფელ დედაქალაქად მიიჩნევს.

 


პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა რიად ალ-მალიქიმ განაცხადა, რომ ტრამპის ფართოდ გამოხატული ერთგულება ორი-სახელმწიფოს გადაწყვეტის მიმართ საკმარისი არ არის.

 


„მან მკაფიოდ უნდა წარმოთქვას... ორი სახელმწიფო (დაფუძნებული1967 წლის საზღვრებში) და ის, რომ აღმოსალეთ იერუსალიმი არის ოკუპირებული ტერიტორია. ეს (საკითხები) არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის იმისათვის, რომ ნამდვილად წავიწიოთ წინ“, განაცხადა მალიქიმ ნიუ იორკში, ათეულობით სახელმწიფოს წარმომადგენლების მონაწილეობით გამართული ყოველწლიური შეხვედრის დასრულების შემდეგ, რასაც შეერთებული შტატების ოფიციალური პრები არ დასწრებიან.

 


შეკითხვაზე - ჩაერთვებოდა თუ არა ის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების პროცესში მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაცია თავის სამშვიდობო გეგმას გამოაქვეყნებდა - მალიქიმ უპასუხა: „სულაც არა“.

 


„იმ პირობებში, როცა ის [ტრამპი] განაგრძობს იერუსალიმის შესახებ, ახალშენების შესახებ და საელჩოს გადატანის შესახებ მისი გადაწყვეტილებების მხარდაჭერას, ამის შანსი არ არსებობს“, თქვა მან.

 

 

 

(REUTERS-ის სტატიის თარგმანი GUARDIAN.GE-ის მიერ)

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი