სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გაეროში განაცხადა, რომ „ყარაბაღი აზერბაიჯანის შემადგენლობაში არ იქნება“
28-09-2018, 13:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც 17 წუთს გრძელდებოდა, განაცხადა, რომ „ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილი არ უნდა გახდეს, რათა სომეხი ხალხის ახალი გენოციდი აღიკვეთოს“.

 


„ჯემნიუსის“ ცნობით, მან კიდევ ერთხელ გამოთქვა თავისი თეზისი იმის შესახებ, რომ არაღიარებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობა უნდა მიიღოს.

 


„თუკი აზერბაიჯანი მართლაც მშვიდობიანი დარეგულირების პრინციპების ერთგულია, მან მოლაპარაკებები ამ კონფლიქტის მთავარ მხარესთან – მთიან ყარაბაღთან უნდა დაიწყოს. აზერბაიჯანი შემთხვევას არ უშვებს, არ აღნიშნოს, რომ ყარაბაღი მისი ტერიტორიების ნაწილი უნდა იყოს. იმავდროულად ის აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღთან მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს. კითხვა შემდეგშია: როგორ შეუძლია აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის მიმართ პრეტენზიების გამოთქმა ისე, რომ მას არ ელაპარაკოს? ეს როგორ უნდა მოხდეს? ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი აზერბაიჯანის ხელისუფლებას ტერიტორიის მიღება სურს, და არა – ხალხის“.

 


ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება სომხებისგან ყარაბაღის გაწმენდისკენ მიისწრაფვის.

 

 

„ამგვარად, მთიანი ყარაბაღი შეიძლება იმ დასკვნამდე მივიდეს, რომ ყარაბაღისთვის აზერბაიჯანის ნაწილად ყოფნა სრულ განადგურებას ნიშნავს. ამრიგად, ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილი არ უნდა გახდეს, რათა სომეხი ხალხის ახალი გენოციდი აღიკვეთოს“.

 

 

პრემიერ მინისტრი ფაშინიანი თავის სიტყვაში გლობალური კრიზისების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ სომხეთი მზადაა სირიაში ჰუმანიტარული მისიის გასაფართოვებლად.

 

 

„სომეხთა დიდი თემი სირიაში, გაგრძელებული კრიზისის გამო, ეგზისტენციური საფრთხის წინაშე დგას. სომხეთი წვლილის შეტანას ცდილობს, და ყველაზე მოწყვლად რეგიონებს ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს. სომხეთი მზადაა თავისი ჰუმანიტარული მისია გააფართოვოს, რომელიც სირიაში ჩვენი თემის საარსებო საჭიროებების გადაწყვეტისკენაა მიმართული“.

 


თავის გამოსვლა ნიკოლ ფაშინიანმა „ხავერდოვანი რევოლუციით“ დაიწყო. ის კიდევ ერთხელ მოჰყვა, თუ როგორ მოახერხეს მან და მისმა მომხრეებმა ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლა.

 


განაგრძეთ კითხვა

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი