ევროპარლამენტის წამყვანმა დეპუტატმა და გერმანიის კანცლერის მთავარმა მოკავშირემ, მანფრედ ვებერმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრისაგან ევროკავშირის საბჭოთა კავშირთან შედარებისათვის ბოდიშის მოხდა მოითხოვა
02-10-2018, 15:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროპარლამენტის ერთ-ერთმა ყველაზე წამყვანმა დეპუტატმა და გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის მთავარმა მოკავშირემ მანფრედ ვებერმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯერემი ჰანტმა ევროკავშირის საბჭოთა კავშირთან შედარებისათვის ბოდიში უნდა მოიხადოს.

 


გერმანელმა დეპუტატმა, რომელიც ცენტრისტული-მემარჯვენე „ევროპული სახალხო პარტიის“ ლიდერია - პარტიისა, რომელიც ევროპარლამენტში ყველაზე დიდი ჯგუფია, ევროპის პარლამენტის წევრებს სტრასბურგში დღეს დილით უთხრა:

 


„ახლა ჩვენ მომსწრე ვართ პოპულიზმის ახალი დონით, როცა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰანტი ევროკავშირს საბჭოთა კავშირს ადარებს“.

 


ვებერმა პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის ციტირება მოიშველია: „ბატონო ჰანტ, გთხოვთ გვიჩვენოთ გულაგი (შენიშვნა: შრომით-გამოსასწორებელი ბანაკების და კოლონიების მთავარი სამმართველო საბჭოთა კავშირში), ბატონო ჰანტ, გთხოვთ გვიჩვენოთ საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ჯარები თქვენ ქვეყანაში, გთხოვთ გვიჩვენოთ სტასის (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში)“ სისტემა თქვენ ქვეყანაში“.

 


„ამგვარად, საკორსკი მართალია“, განაგრძო ვებერმა, „ბატონო ჰანტ, თქვენ ბოდიში უნდა მოიხადოთ იმისათვის, რაც თქვით“.

 

 

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა ევროკავშირი საბჭოთა კავშირს შეადარა, რადგან, მისი თქმით, ისიც საბჭოეთის მსგავსად ცდილობს არ გაუშვას მისი ხელიდან ის სახელმწიფოები, რომელთაც ბლოკის დატოვება სურთ.

 


ბირმინგემში, „კონსერვატიული პარტიის“ ყრილობაზე, საგარეო საქმეთა მინისტრმა გააფრთხილა ბრიუსელი, რომ ტერეზა მეის მიერ „მეგობრობის ხელის გაწოდებაზე“ უარის თქმა მას ძვირად დაუჯდება.

 


მან ასევე მისი სიტყვა გამოიყენა ტორების პარტიაში ერთიანობისაკენ მოწოდებისათვის, რადგან მისი აზრით, ტორების რიგებში დაყოფამ შესაძლოა „მცდარი ბრექსიტის, კორბინის (შენიშვნა: ჯერემი კორბინი - დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი) ბრექსიტის და შესაძლოა სულაც არა-ბრექსიტის“ რისკები წარმოშვას.

 


მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელს ევროკავშირის დატოვების შესახებ გამართულ რეფერენდუმში ჰანტი დიდი ბრიტანეთის ბლოკში დარჩენას უჭერდა მხარს, ახლა იგი ხმას აძლევს დატოვებას, იმის გამო, რომ გაყრის შესახებ მოლაპარაკებებისას ევროკავშირმა „ქედმაღლობა“ აჩვენა.

 


„ამ მომენტში ჩანს, რომ თქვენ ფიქრობთ იმ გზაზე, როგორ შეინარჩუნოთ ბლოკი ერთიანი, რაც გამოიხატება იმ წევრის დასჯაში, ვინც ტოვებს მას...

 


რა მოუვიდა ევროპული ოცნების თავდაჯერებულობას და იდეალებს? ევროკავშირი თავისუფლების დასაცავად დაფუძნდა. ეს საბჭოთა კავშირი იყო, რომელიც ხალხს დატოვების უფლებას არ აძლევდა.

 


„გაკვეთილები ისტორიიდან ნათელია: თუ თქვენ გადააქცევთ ევროკავშირს საპატიმროდ, მისგან თავის დაღწევის სურვილი კი არ შემცირდება, არამედ გაიზრდება - და ჩვენ არ ვიქნებით ერთადერთი პატიმარი, რომელსაც გაქცევა მოუნდება.

 

 

„თუკი თქვენ უარს იტყვით ჩვენი პრემიერ მინისტრის მიერ გამოწოდებული მეგობრობის ხელზე, თქვენ ზურგს შეაქცევთ იმ პარტნიორობას, რამაც ევროკავშირს უფრო მეტი უსაფრთხოება, უფრო მეტი თავისუფლება და უფრო მეტი შესაძლებლობები მისცა ისტორიაში, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა“, განაცხადა ჯერემი ჰანტმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი