თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში „უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო პროგრამა“ გრძელდება
02-10-2018, 16:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) „უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო პროგრამა“ გრძელდება. მეხუთე მოდული უსაფრთხოების სექტორში გენდერთან დაკავშირებულ თემებს დაეთმო. მოდულის ხელმძღვანელმა, თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მაკა პეტრიაშვილმა მონაწილეებს გენდერის ძირითადი ცნებები და ტერმინები გააცნო, თავდაცვის უწყებასა და ზოგადად, უსაფრთხოების სექტორში გენდერული თანასწორობის მნიშვნელობასა და გენდერულ პერსპექტივებზე ისაუბრა.

 

 

კურსის მონაწილეებმა ინფორმაცია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გენდერული თანასწორობის კუთხით არსებულ ვითარებასა და განხორციელებულ ღონისძიებებზე მიიღეს.

 

 

კურსის ფარგლებში საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში გენდერის კუთხით არსებულ პრობლემებსა და გენდერის საკითხებში ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზეც იმსჯელებენ.

 

 

„უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო პროგრამა“ 10 სხვადასხვა სასწავლო მოდულისგან შედგება. კურსს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის თანამშრომლები ესწრებიან და საჯარო სამსახურის მაღალი თანამდებობის პირები, მოწვეული ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები უძღვებიან.

 


პროგრამის მიზანი თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში ეფექტიანი საქმიანობისთვის მომზადებაა.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი