საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს. დღეიდან სამსახურს ირაკლი გვარამაძე უხელმძღვანელებს.
მან ამ თანამდებობაზე ლაშა ხუციშვილი შეცვალა, რომელიც საქმიანობას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გააგრძელებს.
შემოსავლების სასმახურის ინფორმაციით, ირაკლი გვარამაძე, შემოსავლების სამსახურის უფროსად დანიშვნამდე, ამავე სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსი იყო.
ირაკლი გვარამაძეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი აქვს დამთავრებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.