ნადარეიშვილის მიერ გატაცებულად მოხსენიებული მთავარი მოწმე პროკურატურაში იკითხება
07-02-2014, 19:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი შემდეგი სახის განცხადებას ავრცელებს.


"დღეს როდესაც ოფისში მოვედით დაახლოებით 13:00 საათზე, ოფისის დაცვამ გვითხრა, რომ ვიღაც ადამიანი იყო მოსული და გვეძებდა (არსებობს შენობის კამერის ჩანაწერი) გველოდა რამდენიმე ხანი და დატოვა ნომერი, სასწრაფოდ დამირეკონო. ჩვენი ორგანიზაცია არის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია და ბევრ ადამიანს ვეხმარებით, აქედან გამომდინარე ჩავთვალეთ, რომ ვიღაცას სჭირდებოდა ჩვენი დახმარება და იმ ნომერზე გადავურეკეთ.

 

 

მან არ დაასახელა თავისი ვინაობა და გვითხრა, რომ მაქსიმუმ ნახევარ საათში მოვიდოდა. მართლაც მოვიდა და აღმოჩნდა გია გორგაძე - ეს არის მთავარი ე.წ. დაზარალებული და მთავარი მოწმე ბაჩო ახალაიას ბოლო ბრალში, რომელიც 13 იანვარს წაუყენეს, თითქოს ბაჩომ ვიღაც 6 პატიმარი ცემა, იმისთვის, რათა ეღიარებინათ, რომ ციხიდან გაქცევას ცდილობდნენ. (ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს გია გორგაძე არის იმ ერთ-ერთი ლიკვიდირებული პირის ძმა, რომელიც 2006 წელს სპერცოპერაციის დროს იქნა ლიკვიდირებული ნავთლუღის ბაზართან).

 

 

მოკლედ ამ გია გორგაძემ გვითხრა, რომ მოვიდა იმისთვის, რათა ეთქვა სიმართლე და ეს სიმართლე იყო ის, რომ მას აიძულეს მიეცა ჩვენება ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ, მაშინ როცა მისი სიტყვებით მას "ბაჩო ახალაია ცხოვრებაში არ ჰყავს ნანახი".

 

 

ჩვენ დავუკავშირდით მაშინვე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს კახა კოჟორიძეს და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ზაზა ხატიაშვილს, რომლებიც ჩავაყენეთ საქმის კურსში.

 

 

გია გორგაძემ თვითონ გამოთქვა სურვილი, რომ ტელევიზიის მეშვეობით ის ხალხს ეტყოდა სიმართლეს და ასევე აპირებდა მისულიყო სახალხო დამცველის ოფისში. 16:00 საათზე "პრაიმთაიმის" პრესკლუბში პრესკონფერენცია დაიგეგმა და ეს ადამიანი მივიდა იქ.

 

 

როდესაც მანქანიდან გადმოვიდა და კიბის პირველ საფეხურზე შედგა ფეხი, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი დაახლოებით ათი პირი მივიდა მასთან და უთხრეს, რომ მას ოჯახი ეძებდა, გაუყარეს ხელკავი, ჩასვეს მანქანაში და დღისით, მზისით, ჟურნალისტების თვალწინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეზოდან გაიტაცეს ეს ადამიანი.

 

 

ჩვენთვის ამ წუთამდე უცნობია სად იმყოფება გია გორგაძე და ვითხოვთ დაინტერესდეს ყველა შესაბამისი ორგანო თუ პირი მისი ადგილსამყოფელით", - ნათქვამია განცხადებაში.

 


როგორც "პირwელს" პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა თემურ დოლიძემ განუცხადა, თბილისის პროკურატურაში გია გორგაძის მოწმის სახით დაკითხვა მიმდინარეობს.

 

 

დოლიძეს უკვირს თუ რატომ საუბრობს ახალაიას ოჯახი მოწმის გატაცებაზე, როდესაც გია გორგაძე პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა პირებმა დღისით, მზისით დაკითხვაზე წაიყვანეს.

 

 

"თუ რატომ მოხდა მისი წაყვანა დაკითხვაზე ასე უცბად, ამ კითხვებთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას გაავრცელებს", - აღნიშნა დოლიძემ.

ბაჩო ახალაიას ადვოკატის გოგა ონიანის განცხადებით, გია გორგაძე 10-მა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირმა წაიყვანა.

 

 

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატის განცხადებით, გია გორგაძე მასზე ზეწოლის შესახებ დღეს საგანგებო განცხადების გაკეთებას აპირებდა, თუმცა მას ამის საშუალება არ მისცეს.

 

 

 

 

 

 

 

http://pia.ge/show_news.php?id=3449&lang=geo 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი