ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის პირველობის ჩემპიონია
07-10-2018, 18:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პეკინში ჩინეთის პირველობის ფინალი,  ნიკოლოზ ბასილაშვილის ტრიუმფით დასრულდა. მან ტურნირის პირველი ნომერი და მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი, არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო საათსა და 41 წუთში ორ სეტში დაამარცხა – 6:4, 6:4.

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, პირველმა სეტმა ნიკოლოზ ბასილაშვილის უპირატესობით ჩაიარა. მან მესამე გეიმში პირველი ბრეიკი გააკეთა. სამხრეთამერიკელს მეექვსე გეიმში მიეცა დაკარგული მოწოდების დაბრუნების შანსი, მაგრამ ორი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა. მომდევნო გეიმში ბასილაშვილი ახლოს იყო სეტში მეორე ბრეიკთან, მაგრამ არგენტინელმა ოთხი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოახერხა.

 


ბასილაშვილმა მთავარი მაინც მოახერხა – საკუთარი გეიმების შენარჩუნება შეძლო, რამაც პირველი სეტში მოგება მოუტანა – 6:4. საწყისი პარტია 45 წუთი გაგრძელდა.

მეორე სეტის პირველი ექვსი გეიმი აბსოლუტურად თანაბარი თამაში მიდიოდა – ჩოგბურთელები ბრეიკ-პოინტამდე ვერ მიდიოდნენ. პირველი ბრეიკი ბასილაშვილმა მეშვიდე გეიმში გააკეთა, მაგრამ შემდეგ მეტოქის მოწოდება ვერ აიღო.

 

 

იგივე შანსი დელ პოტროს მომდევნო გეიმში ჰქონდა. იგი სამჯერ მივიდა ბრეიკ-პოინტამდე და ბასილაშვილმა სამივეჯერ გადაარჩინა საკუთარი მოწოდება. როგორც ჩანს, გაშვებულმა შანსებმა ცუდად იმოქმედა დელ პოტროზე. მეცხრე გეიმში მან უბრძოლველად დაუთმო ქართველს საკუთარი მოწოდება და ბასილაშვილმა მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო.

 

 

მოახლოებული ტრიუმფის გრძნობამ, როგორც ჩანს, ბასილაშვილი  აანერვიულა  და მან 40:15-ზე ორი მატჩბოლი ვერ გამოიყენა. პირიქით, დელ პოტრომ ორი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა. ქართველმა მაინც აიცილა თავიდან ნერვული ფინალი და მეათე გეიმში მოამთავრა საქმე, რითაც კარიერაში ATP-ის მეორე ტიტული მოიპოვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი