ლევან იზორიას თქმით, მოდერნიზებული საავიაციო საშუალებები მოქმედებას შეძლებენ როგორც თავდაცვითი ამოცანებისთვის, ისე ცალკეული კრიზისების დროს
08-10-2018, 17:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამხედრო ავიაცია და ანტისაჰაერო მიმართულება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

 

 

როგორც პრესკონფერენციაზე ლევან იზორიამ აღნიშნა, ანტისაჰაერო მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი გვექნება.

 

 

„მომავალ წელს ფრანგებთან ვაგრძელებთ იმ შეთანხმების იპლემენტაციას, რომელიც ანტისაჰაერო სივრცის დაცვისთვისაა გამიზნული და შესაბამისი ანტისაჰაერო სისტემების შეძენას ითვალისწინებს. პირველი ეტაპი წელს წარმატებით დავასრულეთ და მომავალ წელს უკვე მეორე ეტაპზე გადავალთ, რომელიც სამ ან ოთხწლიან პერიოდს მოიცავს“, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ანტისაჰაერო მიმართულებაზე საუბრისას.

 

 

მინისტრმა ჟურნალისტებს ავიაციის სფეროში მიღწეული მნიშვნელოვანი სიახლეებიც გააცნო. „მთავრობის წინა სხდომაზე მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ამერიკის შეერთებული შტატების გრანტი - 9 მილიონი ამერიკული დოლარი, რათა მოვახდინოთ ავიაციაში არსებული რესურსების როგორც რემონტი-შეკეთება, ისე მოდერნიზება. ჩვენ წელს ბიუჯეტში გამოვყავით 23 მილიონი ლარი. როგორც ამერიკული დახმარების, ისე ბიუჯეტით გათვალისწინებული მილიონობით ლარის თანხების ეს კუმულაცია მოგვცემს შესაძლებლობას, მოვახდინოთ საავიაციო საშუალებების რემონტი და მოდერნიზება“, განაცხადა ლევან იზორიამ.

 

 

თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მოდერნიზებული 9 საავაციო საშუალება უკვე აღჭურვილი იქნება არამხოლოდ თავდაცვითი ამოცანების შესასრულებლად სპეციალური საშუალებებით, არამედ კრიზისულ სიტუაციაში ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით.

 

 

„ჩვენი შვეულმფრენები და ვერტმფრენები შეძლებენ მოქმედებას როგორც თავდაცვითი ამოცანებისთვის, ისე ცალკეული კრიზისების დროს. თანხები გამოყოფილია, ამას დასჭირდება გარკვეული დრო. სარემონტო საშუალებები უნდა ჩატარდეს სპეციალურ ქარხნებში.

 

 

ადგილზე ეს ვერ ჩატარდება. ამიტომ უნდა მოხდეს მათი ტრანსპორტირება. შემდეგ უკვე საქართველოს ისინი ახალი აღჭურვილობით 15-წლიანი რესურსით დაუბრუნდება“, განაცხადა ლევან იზორიამ თავდაცვის უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი