ლევან იზორია: „თუ 2012 წელს საწვავზე 35 მილიონი ლარი იყო დახარჯული, 2017 წელს საწვავის ხარჯი 8 მილიონ ნახევრამდე შემცირდა“
08-10-2018, 18:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ უწყების მიერ თანხების დაზოგვის პოლიტიკაზე ისაუბრა.

 


„სამივლინებო თანხები, მიუხედავად ჩვენი აქტივობისა, ორჯერ შევამცირეთ, ხოლო საწვავთან მიმართებაში, პირველად თავდაცვის უწყებაში შევქმენით სამორიგეო ავტოპარკი.

 

 

უწყებაში ავტომანქანით სარგებლობის შესაძლებლობა მხოლოდ სამსახურეობრივი დანიშნულებით არის შესაძლებელი. შედეგად, საწვავის ხარჯი 2012 წლიდან 35 მილიონი ლარიდან 2017 წელს 8 მილიონ ლარამდე შემცირდა”.

 


თავდაცვის მინისტრმა ასევე განმარტება გაზრდილ წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებითაც გააკეთა. ლევან იზორიას განცხადებით, წარმომადგენლობითი ხარჯების მატება გამომწვეულია ობიექტური გარემოებებით და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და არა სხვა გარემოებებით.

 


„ხარჯების მატება გამოიწვია ობიექტურმა გარემოებებმა. 2017 წლის დასაწყისში ჩვენ ვუმასაპინძლეთ ნატო-საქართველოს სამხედრო კომიტეტს და მხოლოდ ეს ვიზიტი ჩვენს ბიუჯეტს 400 000 ლარი დაუჯდა. ასეთი ვიზიტების ორგანიზება, მათ შორის ფინანსური ხელშეწყობა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. 2017 წელს პირველად გვქონდა საქართველოში სამხრეთ-აღმოსავლეთის მინისტერიალი, ასევე უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბის კონფერენცია ბათუმში. რაც ხაზმგასმით მინდა ვთქვა, ოფიცილაური ვიზიტების რაოდენობით 2017 წელი იყო გამორჩეული, საუბარია სტუმრების რაოდენობაზე. 2017 წელს ათი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი გვესტუმრა, აქედან ნახევარზე მეტი პირველად ესტუმრა საქართველოს", განაცხადა იზორიამ, როგორც ამას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი