ლევან იზორიამ ბრიუსელის ვიზიტი შეაჯამა
08-10-2018, 18:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ პრესკონფერენციაზე ბრიუსელში გამართულ ვიზიტზე ისაუბრა. შეხვედრისას აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისმა ლევან იზორიას თავდაცვის უწყებაში სამაგალითო რეფორმებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

„ეს იყო ისტორიული ვიზიტი, სადაც კიდევ ერთხელ ნათლად გაცხადდა, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალ წლებშიც იქნება მზარდი დინამიკის, როგორც ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-თან, ასევე ნატოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ის ნდობა, რაც ჩვენ ბოლო წლებში მოვიპოვეთ, იმ პროგრესის დამსახურებაა, რომელიც რეფორმების განხორციელების კუთხით გვაქვს. სწორედ ამ ნდობის შედეგად შევიძინეთ და კვლავ შევიძენთ მნიშვნელოვან შეიარაღებას აშშ-სგან. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა შთამბეჭდავია, რაც გამოიხატება შესაბამის სწავლებებში, დიდ ფინანსურ დახმარებაში, რაც მომავალში უფრო მზარდი დინამიკის იქნება“, აღნიშნა მინისტრმა.

 

 

ლევან იზორიამ ვიზიტის ფარგლებში ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შესახებაც ისაუბრა, სადაც ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფართო სპექტრს ჩაეყარა საფუძველი.

 

 

„დავგეგმეთ მომავალი თანამშრომლობის ფართო სპექტრი, ჩვენ წინადადებით წარვსდექით, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობამ, უფრო ფართო ფორმატი მიიღოს, რაც იქნება მეტი ნატოს ყოფნა და მეტი ნატოს უზრუნველყოფა საქართველოში, რაც კონკრეტულად გამოიხატა, ჩვენი მხრიდან ნატო-საქართველოს მზადყოფნის ცენტრის ჩამოყალიბების ინიციატივაში. განსაკუთრებულად შევეხეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობაში უპრეცედენტო სწავლებებს, რომელიც 2019 წლის მარტში ჩატარდება. ეს იქნება მკაფიო დასტური იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. ეს მისალოცი ფაქტია და წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე“, აღნიშნა იზორიამ.

 

 

მინისტრის თქმით, წლის ბოლომდე დაგეგმილია საფრანგეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრა.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი