ლევან იზორია: „რეზერვის ახალი კონცეფცია ადაპტირებულია ქართულ რეალობასთან“
08-10-2018, 18:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტოტალური თავდაცვის კონცეფციასა და რეზერვის ახალ პროგრამაზე ისაუბრა.

 

 

ლევან იზორიას განცხადებით, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა. „ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ტოტალური თავდაცვის კონცეფციაზე, რაც ქვეყნის თავდაცვითი ამოცანებისთვის მთელი ეროვნული რესურსების მობილიზებას გულისხმობს. ეროვნულ ძალებში თავდაცვის სამინისტროსთან ერთად - რომელიც თავდაცვით მიმართულებაზე მთავარი პასუხისმგებელი ორგანოა - სხვა უწყებებიც იგულისხმება და ეს რასაკვირველია დღის წესრიგში უწყებათაშორის თანამშრომლობას აყენებს“.

 

 

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ტოტალური თავდაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით წელს უპრეცედენტოდ მასშტაბური უწყებათაშორისი სწავლება „დიდგორი“ გაიმართება, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას.

 

 

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, სამოქალაქო ჩართულობის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი ახალი რეზერვის კონცეფციაა, რომელიც ადაპტირებულია ქართულ რეალობასთან. „მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ რეზერვის ახალ პროექტთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში მაქსიმალური, მათ შორის მრავალპარტიული მხარდაჭერა მივიღეთ. საპილოტე პროექტის სახით ტერიტორიული რეზერვის ამოქმედებას 15 ოქტომბერს ვიწყებთ“.

 

 

ლევან იზორიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი, სადაც ამერიკელი ექსპერტები რეზერვის პროექტის საკანონმდებლო ინიცირების, საკანონმდებლო მუშაობის შემდგომ შერჩევის პროცედურებსა და მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დადებითად აფასებენ. „ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ აღნიშნული საპილოტე პროექტი ერთი წლის თავზე წარმატებით დასრულდება, რაც მოგვცემს საფუძველს სპექტრი უფრო გავაფართოვოთ და ტოტალური თავდაცვის უზრუნველყოფის მიზნით საზოგადოების ჩართულობა მაქსიმუმამდე გავზარდოთ“.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი