„ეს დაამტკიცა არა იზორიამ, არამედ ბალისტიკურმა ექსპერტიზამ“ - თავდაცვის მინისტრი ტყვია-წამლის უკანონოდ გატანის საქმეზე კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ დანაშაულის გამოვლენა უწყების ძალისხმევით გახდა შესაძლებელი
09-10-2018, 11:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„კონკრეტული პირების ბარლეულობა კონკრეტული მტკიცებულებების საფუძველზე გამოვლინდა“,  ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ვაზნების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე სამი პირის დაკავებას.

 

 

მინისტრის განმარტებით, საქმეში ამ ეტაპზე არსებული მტკიცებულებების მიხედვით, დაკავებულები უკანონოდ მოპოვებულ ვაზნებს პირადი მოხმარებისთვის, სამონადირეო დანიშნულებით აპირებდნენ გამოყენებას.

 

 

„უნდა აღვნიშნო, რომ აქ საუბარია მხოლოდ ტყვია- წამალზე. ჩვენი კონტროლის მექანიზმი კი, მართლაც უპრეცედენტოდ კარგია, აქვე მადლობა მინდა გადავუხადო სამხედრო პოლიციას ეფექტიანი მუშაობისთვის. სწორედ, ჩვენი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი ამ დანაშაულის გამოვლენა. იანვარში ჩვენ ჩავატარეთ ინვეტარიზაცია, ტყვია-წამლის ფაქტობრივი რაოდენობა დოკუმენტურად აღრიცხულთან შევადარეთ, აქ დარღვევა არ გამოვლენილა. შემდგომში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე განვახორციელეთ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. საუბარია 2018 წლის 9 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით პერიოდზე. სწორედ ამ პერიოდში მოხდა კონკრეტული მტკიცებულებების საფუძველზე დამნაშავეთა გამოვლენა. მე მოვისმინე სხვადასხვა ექსპერტის შეფასებები, თითქოს ტყვია-წამალი იყიდებოდა შავ ბაზარზე, თითქოს სახელმწიფო უსაფრთხოებას დაემუქრა საფრთხე. ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ასეთი საფრთხე გამოირიცხება. პიროვნებას, ვისაც ეს ტყვია-წამალი დანაშაულებრივი გზით გაჰქონდა, მონადირის იარაღები ჰქონდა. ბალისტიკურმა ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ M4-ის ტიპის ვაზნები ადეკვატურია იმ სანადირო იარაღების, რომლებიც მას გააჩნდა და იმ პიროვნებას, ვისაც ეს ტყვია-წამალი გადასცა. ეს დაამტკიცა არა იზორიამ, არამედ ბალისტიკურმა ექსპერტიზამ. ჩვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ვფლობდით რა ოპერატიულ ინფორმაციას, ვაკვირდებოდით და კონკრეტული მტკიცებულების საფუძველზე მოსამართლის განჩინებით ჩავატარეთ რა ჩხრეკა, ამოვიღეთ სწორედ 6750-მდე ვაზნა.

 

 

რაც შეეხება გაშუქებას, მოგეხსენებათ, მით უფრო ისეთი ტიპის დანაშაულის გამოძიება, როცა არსებობს კითხვები სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ითხოვს რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მოპოვებას. საგამოძიებო ორგანოებს ჰქონდათ სურვილი, რომ ეს ჯერ არ გასაჯაროებულიყო. ჩვენ ეს სურვილი გავითვალისწინეთ, ხოლო როდესაც კვირის დასაწყისში გამოიკვეთა, რომ არ არსებობდა მტკიცებულება, რომელიც ამ ეტაპზე თვალსაჩინოს ხდიდა სახელმწიფოსთვის საფრთხეებს, ამ ინფორმაციის გასაჯაროება გადავწყვიტეთ. მით უფრო, ორ-სამ კვირაში დაიწყება საქმის არსებითი განხილვა. ჩვენ ყველა ეტაპზე ვიმოქმედეთ საგამოძიებო ინტერესებიდან გამომდინარე, რათა მაქსიმალურად მიგვეღო ობიექტური ინფორმაცია, მაქსიმალურად აგვეცილებინა საფრთხე სახელმწიფოსთვის, ხომ არ არსებობდა გარკვეული გარემოებები, რომლებიც საფრთხეზე მეტყველებდნენ. ამ ეტაპზე მსგავსი არაფერი იკვეთება. ჩანს, რომ მიზანი მათი პირადი ინტერესები იყო, კერძოდ თავიანთი სამონადირეო საქმიანობის განსახორციელებლად. სხვა მესამე პირზე გაყიდვის ფაქტი ამ ეტაპზე ჩვენი მტკიცებულებების საფუძველზე არ იკვეთება. გამოძიება გრძელდება და თუ გარკვეული დანაშაულებრივი გარემოებები კიდევ გამოიკვეთა, მოგაწვდით ინფორმაციას. არავის არავითარი ინტერესი არ აქვს ვიღაცას ტყვია წამალი ჩაუდოს. რა ინტერესი უნდა ჰქონოდა ვინმეს, თუნდაც თავდაცვის უწყებაში? ერთადერთი მიზანი იყო მყარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გვემოქმედა, გვქონდა ოპერატიული ინფორმაცია რაც გამართლდა შემდგომ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით“-განაცხადა ლევან იზორიამ. თავდაცვის მინისტრმა ჟურანლისტებთან ინვეტარიზაციის პროცესზეც ისაუბრა: „ ინვეტარიზაცია პერიოდულად წელიწადში ერთხელ ან ორჯერ იმართება. ამ კონკრეტული ფაქტის საფუძველზე ვატარებთ ახალ ინვეტარიზაციას, შედეგად შესაძლოა გამოვლინდეს დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი და რეაგირებაც შესაბამისი გვექნება“, ლევან იზორიამ, როგორც ამას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი