გურამ ადამაშვილი ვერეს ხეობაში გაცემული სამშენებლო ნებართვების კანონიერების შესწავლას მოითხოვს
02-07-2015, 03:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არასამთავრობო ორგანიზაცია "პოზიცია"-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გურამ ადამაშვილმა დღევანდელი პრეს-კონფერენცია ვერეს ხეობაში მშნებლობების კანონიერების თემას მიუძღვნა.


გამომდინარე იქედან, რომ ეს ადგილი, დედაქალაქის აღნიშნული ცენტრალური ნაწილი, ერთ-ერთ პრესტიჟულ უბნად იყო მიჩნეული და შესაბამისად, მშენებარე ბინებზეც ფასები საკმაოდ მაღალი იყო, ადამაშვილი გამოთქვამს ეჭვს, რომ გამოძიების შედეგად შესაძლოა, საზოგადოება  მსხვილი კორუფციული გარიგებების მომსწრე გახდეს.


ადამაშვილს მიაჩნია, რომ ისეთ სახიფათო ზონაში, როგორიც მდინარე ვერეს ხეობაა, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა ყოფილიყო კერძო სახლებისა თუ კორპუსების მშნებლობის საკითხებზე გადაწყვეტილებები მიღებული, რადგან მერიის შესაბამის სამსახურებს უნდა ჰქონოდათ ელემენტარულ ენციკლოპედიურ ინფომაციაზე წვდომა, რომ მდინარე ვერეს წვიმიან ამინდებში, პერიოდულად ახასიათებს ადიდება და მის კალაპოტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით წყლის მოცულობამ შეიძლება მოიყაროს თავი, რაც ბუნებრივია, მიმდებარე ტერიტორიისთვის ხიფათის შემცველია.


„პოზიცია“ მიმართავს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს, დეტალურად შეისწავლონ თბილისში, ვერეს ხეობაში 13 ივნისის ტრაგედიამდე გაცემული სამშენებლო ნებართვების კანონიერების საკითხი. კერძოდ, გამოძიებულ იქნას თითოეულ მშენებლობაზე გაცემული ნებართვის კანონიერება, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რადგანაც არ არის გამორიცხული, წინა ხელისუფლების დროს აღნიშნული ხეობის დაჩქარებული წესით „განაშენიანება“ დაკავშირებული იყოს უნებართვო მშენებლობებთან, კორუფციულ გარიგებებთან და მერიის მაშინდელი მაღალჩინოსნების დანაშეულებრივ ქმედებებთან.


ამასთან, „პოზიცია“ უერთდება საზოგადოების ერთი ნაწილის მოთხოვნას იმასთან დაკავშირებით, რომ დღევანდელი ზოოპარკისა და ვერეს ხეობის მიმდებარე ტერიტორიაზე შეწყდეს ყოველგვარი მშნებლობა და თბილისის ეს ნაწილი მთლიანად რეკრეაციულ ზონად იქცეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი