აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მთავრობის სხდომაზე ღიად დაემუქრა მათ, ვინც ხეების უკანონო ჩეხვას ეწევა და დახურვით დაემუქრა ჰაერის დამაბინძურებელ რესტორნებს
12-10-2018, 19:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ჩაატარა მინისტრთა კაბინეტის დაგეგმილი სხდომა, რომელიც გასული 2018 წლის ცხრა თვის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შედეგებს მიეძღვნა. ის ამ სხდომაზე, სხვა ყველაფერთან ერთად, ტრადიციულად შეეხო ყველა დაგროვილ სოციალურ პრობლემასაც. ძირითადად, ეს იყო თემები, რომლებიც ბოლო დროს აქტიურად განიხილებოდა პრესასა და საზოგადოებაში, მათ შორის – ეკოლოგია და ტრანსპორტი.

 


"ჯემნიუსის" ცნობით, მაგალითად, ალიევი ღიად დაემუქრა მათ, ვინც ხეების უკანონო ჩეხვას ეწეოდა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტაში მნიშვნელოვანი წინსვლა შეინიშნება, მისი სრულად აღმოფხვრა ჯერ ისევ არ ხერხდება. ამ კანონის დამრღვევთა მიმართ პრეზიდენტის სიტყვები ფრიად კატეგორიულად ჟღერდა:

 

 

„თუკი ვინმე ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ნებართვის გარეშე მოჭრის ხეს, საკუთარ თავს დააბრალოს“.

 


JAMnews-ი იტყობინება, რომ პრეზიდენტი ასევე:

 


დახურვით დაემუქრა ჰაერის დამაბინძურებელ რესტორნებს; საუბარია გაუფილტრავ ბოლზე, რომელიც მილებიდან ამოდის და ბაქოს გამონაბოლქვისა და შემწვარი ხორცის სუნში ხვევს. ახლახან ასეთმა დაწესებულებებმა ფილტრების დაყენების პირობა დადეს.

 

 

თქვა, რომ ავტობუსის კერძო კომპანიები ძალიან მკაცრად უნდა გაკონტროლდეს. ამ დროს მან გაიხსენა გახმაურებული ავარია, რომელიც გასულ კვირას მოხდა: ავტობუსი მატარებელს შეეჯახა, რის შედეგადაც ბავშვი დაიღუპა, და კიდევ ათობით ადამიანმა ტრავმა მიიღო.

 

 

მოუწოდა მათ წინააღმდეგ საბრძოლველად, ვინც თავს იძულებით გადასახლებულ პირად ასაღებს, რათა სახელმწიფოსგან ბინა მიიღოს: „ამ სფეროში სერიოზული რეფორმები უნდა გავატაროთ, უნდა წარმოებდეს აღწერა, რაც გამჭვირვალობას უზრუნველყოფს“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი