საქართველო ბატალიონის დონის შტაბით პირველად ჩაერთო ლიეტუვაში გამართულ მრავალეროვნულ სწავლებაში „MAPLE ARCH 2018“, სადაც აღინიშნა ქართველი სამხედროების მომზადების მაღალი დონე და პროფესიონალიზმი
16-10-2018, 18:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შეიარაღებული ძალები საზღვარგარეთ გამართულ საერთაშორისო სწავლებებში მუდმივად მონაწილეობს. ამჯერად, საქართველო ბატალიონის დონის შტაბით პირველად ჩაერთო ლიეტუვაში გამართულ მრავალეროვნულ სწავლებაში „MAPLE ARCH 2018“.

 

 

სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში, რომელიც ნემენჩინესთან ახლოს მდებარე რამანაუსკას ვანაგას სამხედრო საწვრთნელ ცენტრში 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის შტაბი, ვიცე-პოლკოვნიკ ლაშა დავითაძეს ხელმძღვანელობით მონაწილეობდა.

 

 

წვრთნის ფარგლებში ქართველ ოფიცრებს სამშვიდობო მხარდამჭერი ოპერაციების დაგეგმვა ლიეტუველ, პოლონელ, უკრაინელ, მონტენეგროელ, რუმინელ და თურქ პარტნიორებთან ერთად მოუწიათ. რეალურ ოპერატიულ გამოწვევებზე დაფუძნებული სიმულაციური სცენარის მიხედვით, სამხედროებმა ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისებზე რეაგირების დროს მართვისა და კონტროლის უნარ-ჩვევები დახვეწეს. სწავლების ხელძღვანელობისა და მონაწილე ქვედანაყოფის მხრიდან ერთხმად აღინიშნა ქართველი სამხედროების მომზადების მაღალი დონე და პროფესიონალიზმი.

 

 

„MAPLE ARCH 2018“ ყოველწლიური მრავალეროვნული სწავლებაა, რომელსაც როტაციის პრინციპით ლიეტუვა, პოლონეთი ან უკრაინა მასპინძლობს, ხოლო მენტორობას კანადის შეიარაღებული ძალები უწევს. საერთაშორისო წვრთნის მიზანს მრავალეროვნული ბატალიონის ხელმძღვანელობისა და შტაბის ოფიცრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ურთიერთთავსებადობის გაზრდა წარმოადგენს, რაც გამოწვევებით სავსე უსაფრთხოების გარემოში მათ კოორდინირებულად ოპერირებას და ეფექტიანად მოქმედებას შეუწყობს ხელს.

 

 

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი