თავდაცვის მინისტრმა ვეტერანებს ვეტერანის დღე მიულოცა
17-10-2018, 18:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენს განვითარებას ვხედავთ იმ საფუძველში, რომელსაც თავდადებით, სიმტკიცითა და მხედრული ტრადიციების გაგრძელებით, თქვენ ჩაუყარეთ სათავე, როდესაც ქართულ შეიარაღებულ ძალებს ქმნიდით“ ,- ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვეტერანის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა.

 

 

ლევან იზორიამ ვეტერანებს ვეტერანის დღე მიულოცა და სამშობლოს სამსახურისთვის თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადა. „ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა . მინდა, როგორც ჩემი, ასევე ქართული შეიარაღებული ძალების მხრიდან უდიდესი მადლიერება და პატივისცემა გამოვხატო თითოეული თქვენგანის მიმართ. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მთავრობისა და, უშუალოდ თავდაცვის უწყების პოლიტიკა, ვეტერანებთან მიმართებაში, სწორედ, ჩვენ წინაშე არსებული ვალდებულებისა და მადლიერების გამოხატულებაა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ქედი მოვიხარო დაღუპული გმირების წინაშე“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

 

ლევან იზორიამ ვეტერანებთან რეზერვის ახალ კონცეფციაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ აღნიშნულ პროექტში ვეტერანების როლი გადამწყვეტია. „ ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი კომპონენტი გახლავთ რეზერვის ახალი კონცეფცია, რომელიც ვეტერანების აქტიური ჩართულობით შემუშავდა. 19 ოქტომბერს გვექნება შესაძლებლობა დავიწყოთ რეზერვის ახალი პროქტი, სადაც ვეტერანების როლი გადამწყვეტია. თქვენმა ჩართულობამ და აქტიურობამ მოგვცა პირველი წარმატებები, რაც რეზერვში გაწევრიანების მაღალი ინტერესით გამოიხატება. სწორედ, ერთობლივ ძალისხმევაზე იქნება დამოკიდებული ამ პროექტის წარმატება“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

 

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, გამართულ ღონისძიებაზე თავდაცვის მინისტრთან ერთად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კობა კობალაძე, გენერალი გია ყარყარაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

 

 

საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც შემდგომში ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.

 

 

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი