აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამა დაიწყო
19-10-2018, 19:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამა ოფიციალურად დაიწყო. თელავის მე-20 კადრირებული ბრიგადის ბაზაზე პროგრამაში მონაწილე რეზერვისტებმა დღეს სამხედრო ფიცი დადეს.

 


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ რეზერვისტებს აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამის დაწყება პირადად მიულოცეს. თავდაცვის მინისტრმა სიტყვით მიმართვისას ტოტალური თავდაცვის კონცეფციის ფარგლებში აქტიური რეზერვის პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

 

 

„დღეს ჩვენ ვიწყებთ პროგრამას, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის გასაძლიერებლად“, აღნიშნა ლევან იზორიამ.

 

 

აქტიურ რეზერვში ჩარიცხული მოქალაქეები 5 წლის განმავლობაში იმსახურებენ და მათი შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20%-ს შეადგენს. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში კი, რეზერვისტები შრომის ანაზღაურების სრულ ოდენობას მიიღებენ. საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეზეა გათვლილი, რომელიც 12 თვეზე ნაწილდება. თავდაცვის მინისტრმა უშუალოდ დაათვალიერე და შეაფასა გარემონტებული ინფრასტრუქტურა, სადაც რეზერვისტები იმსახურებენ.

 

 

დღესვე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის, ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს „მედლები სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისთვის“ გადასცეს. ასევე, საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და ეროვნული გვარდიის უფროსის ბრძანებით ეროვნული გვარდიის აღმშენებლობისა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „ღირსეული გვარდიელის“ სამკერდე ნიშნით სამი სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა. გარდა ამისა, განსაკუთრებული წვლილისთვის სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები სხვადასხვა სინჯის მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობამ მხარდაჭერისათვის თავდაცვის მინისტრს ღირსეული გვარდიელის სამკერდე ნიშანი გადასცეს.

 

 

ღონისძიებას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი