კახეთის შემდეგ, აქტიური რეზერვის საპილოტე პროექტი აჭარისა და გურიის რეგიონებშიც ამოქმედდა
22-10-2018, 10:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კახეთის შემდეგ, აქტიური რეზერვის საპილოტე პროექტი აჭარისა და გურიის რეგიონებშიც ამოქმედდა. რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი ამჯერად ბათუმში დადეს.

 


ბათუმში ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის ბაზაზე აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამის დაწყება ფიცის მიღების ცერემონიალით აღინიშნა.

 


რეზერვისტებს სამხედრო ფიცის მიღება შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მიულოცეს.

 


დღეიდან რეზერვისტები შეიარაღებულ ძალებში 5 წლის განმავლობაში იმსახურებენ, მათი საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეზეა გათვლილი, რომელიც 12 თვეზე ნაწილდება.

 


აქტიურ რეზერვში ჩარიცხული რეზერვისტების შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20%-ს შეადგენს. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში კი, რეზერვისტები შრომის ანაზღაურების სრულ ოდენობას მიიღებენ. სტუდენტები კი, 5 წლიანი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან გათავისუფლდებიან. 

 


დღესვე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურებისთვის თავდაცვის მინისტრის ბრძანების თანახმად პოლკოვნიკი მალხაზ მელქაძე და მაიორი ფრიდონ მახარაძე უწყებრივი მედლებით „სამშობლოსათვის თავდადებული“ დააჯილდოვა.

 


ეროვნული გვარდიის 14 სამხედრო მოსამსახურეს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო საწვრთნელ მისიაში ღირსეულად მონაწილეობისათვის მედლები „სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისათვის“ გადაეცათ.

 


ღონისძიებას შეიარაღებული ძალების დასავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე და გურიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობა დაესწრო.

 


ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი