საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ჟურნალისტ ხაშოგის „მკვლელობა“ „უზარმაზარი შეცდომაა“ და უარყო, რომ ტახტის მემკვიდრემ გასცა მისი მკვლელობის ბრძანება
22-10-2018, 14:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ადელ ალ-ჯუბეირმა „ფოქს ნიუსს“ განუცხადა, რომ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის „მკვლელობა“ „უზარმაზარი შეცდომაა“ და უარყო გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ ტახტის მემკვიდრემ, გავლენიანმა პრინცმა გასცა მისი მკვლელობის ბრძანება.

 


ჟურნალისტი ბოლოს სტამბულში საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლისას ნახეს.

 


საუდის არაბეთმა თავდაპირველად გამოაცხადა, რომ ჟურნალისტმა 2 ოქტომბერს უვნებელმა დატოვა შენობა, მაგრამ მოგვიანებით, 19 ოქტომბერს, პირველად აღიარა, რომ იგი მკვდარი იყო - განაცხადა რა, რომ ის ჩხუბის დროს მოკლეს. ოფიციალური ერ-რიადის ამ მტკიცებამ კი ფართო სკეპტიციზმი წარმოშვა.

 


თურქეთის ოფიციალური პირები დარწმუნებული არიან, რომ ხაშოგი, საუდის არაბეთს მთავრობის ცნობილი კრიტიკოსი, საუდის აგენტების ჯგუფის მიერ იქნა მოკლული შენობის შიგნით და ანკარა ამტკიცებს, რომ მათ ამის დამადასტურებელი სამხილები გააჩნიათ.

 


როგორ შეცვალა საუდის არაბეთმა პოზიციები

 


ადელ ალ-ჯუბეირის კომენტარები, რომელიც ინციდენტს აღწერს, როგორც მკვლელობას, ყველაზე მკაფიო განცხადებაა რაც კი ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით საუდის ოფიციალური პირების მხრიდან გაკეთებულა.

 


„ჩვენი ურყევი ნებაა გამოვიკვლიოთ ყველა ფაქტი და დავსაჯოთ ისინი, ვინც პასუხისმგებელია ამ მკვლელობაზე“, განაცხადა მინისტრმა და დაამატა:

 


„ნათელია, რომ დაშვებულია უდიდესი შეცდომა და რამაც კიდევ უფრო გააუარესა ეს შეცდომა, იყო იმის მცდელობა, რომ დაეფარათ ის“.

 


მან ასევე თქვა, რომ მათ არ იციან სად არის ცხედარი. საგარეო მინისტრი დაჟინებით ირწმუნება, რომ ქმედება არ ყოფილა ნაბრძანები ტახტის მემკვიდრე მუჰამედ ბინ სალმანის მიერ.

 


„ჩვენი სადაზვერვო სამსახურების მთავარმა ხელმძღვანელობამაც კი არაფერი არ იცოდა ამის შესახებ“, განაცხადა მინისტრმა და მომხდარს „არანორმალური ოპერაცია“ უწოდა.

 


საგარეო საქმეთა მინისტრის ამ განცხადებებს წინ უძღოდა პარასკევს, 19 ოქტომბერს საუდის არაბეთის აღიარება, რომ ხაშოგი მკვდარი იყო. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჟურნალისტი მოკლული იქნა იმ დროს, როდესაც ჩხუბი მასსა და იმ რამდენიმე ადამიანს შორის წარმოიშვა, რომელთაც ხაშოგი საკონსულოს შენობის შიგნით ხვდებოდა.

 


ამ აღიარებამდე - 18 დღის განმავლობაში - საუდის არაბეთის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ მათი დაუძინებელი კრიტიკოსი, ჯამალ ხაშოგი ბოლოს ცოცხალი, შენობის დატოვების დროს ნახეს.

 


ამის შემდეგ მათ თქვეს, რომ დააპატიმრეს 18 ადამიანი, პოსტებიდან გაათავისუფლეს მუჰამედ ბინ სალმანის ორი თანაშემწე და ტახტის მემკვიდრის ხელმძღვანელობით ჩამოაყალიბეს ორგანო, რათა მოახდინონ სადაზვერვო სააგენტოს რეფორმირება.

 


ორთავემ, მეფე სალმანმა და მისმა ვაჟმა, ტახტის მემკვიდრემ კვირას ხაშოგის ვაჟ სალაჰს მამის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოუცხადეს, როგორც ამას BBC საუდის მედიაზე დაყრდნობით იტყობინება.

 


მოკლული ჟურნალისტის ვაჟი სალაჰ ხაშოგი საუდის არაბეთში ცხოვრობს და „უოლ სთრით ჯორნალის“ თანახმად, აკრძალული ჰქონდა ქვეყნის დატოვება და მამამისთან შეერთებულ შტატებში სტუმრობა, სადაც იგი თვითდაკისრებულ დევნილობაში ცხოვრობდა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი