„ძლიერთა თამაშებიდან“ ქართველი სამხედროები ოქროს მედლებით დაბრუნდნენ
29-10-2018, 14:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ძლიერთა თამაშები 2018“-ში ქართველმა სამხედროებმა პირველი ადგილი უკვე მეორედ მოიპოვეს. ქართველ ჯარისკაცებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია მოადგილეებთან ერთად დახვდნენ.

 

 

ლევან იზორიამ დაჭრილ სამხედროებს მჯდომარე ფრენბურთში მოპოვებული გამარჯვება პირადად მიულოცა. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით საპრიზო ადგილის მფლობელ მებრძოლებს ფულადი ჯილდოც გადაეცემათ.

 


ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა წელს, ავსტრალიაში, ქ.სიდნეიში გამართულ „ძლიერთა თამაშებში“ მჯდომარე ფრენბურთში ოქროს მედლები მოიპოვეს და მჯდომარე ფრენბურთში ჩემპიონები გახდნენ. ფინალურ შეხვედრაში ქართველი სამხედროების ნაკრები გაერთიანებული სამეფოს გუნდს დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში დამაჯერებელი გამარჯვება 2:0 მოიპოვა. ფინალში გასვლამდე ქართველ სამხედროებს მჯდომარე ფრენბურთში რუმინეთის, გერმანიისა და ესტონეთის ნაკრებების წინააღმდეგ მოუწიათ თამაში. მჯდომარე ფრენბურთის 10-კაციანი გუნდის კაპიტანი ვიცე-პოლკოვნიკი ბესარიონ ღუდუშაური იყო. ქართველ სამხედროებს მსოფლიო ასპარეზობისთვის მწვრთნელი გიორგი ქართველიშვილი ამზადებდა.

 


დაჭრილი და დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებულმა გუნდმა ავსტრალიაში გამართულ „ძლიერთა თამაშებში“ სპორტის 7 სახეობაში იასპარეზა: მშვილდოსნობა, იაგუარის რალი, ცურვა, ძალოსნობა (შტანგა), მძლეოსნობა (სირბილი 100, 200 და 1500 მ დისტანციებზე), მჯდომარე ფრენბურთი და ნიჩბოსნობა ტრენაჟორზე. წელს „ძლიერთა თამაშებში“ საქართველოს ნაკრები უკვე მეოთხედ მონაწილეობს. ქართველი სამხედროები მჯდომარე ფრენბურთში გასულ წელს კანადაში, ქალაქ ტორონტოში გამართულ „ძლიერთა თამაშების“ ჩემპიონები გახდნენ, წელს კი შედეგი კიდევ უფრო გააუმჯობესეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. „ძლიერთა თამაშები“ ავსტრალიაში 20-27 ოქტომბერს გაიმართა.

 

 

პარატურნირი გაერთიანებული სამეფოს პრინცის, მისი აღმატებულება პრინც ჰარის პატრონაჟით უკვე მეოთხეჯერ გაიმართა. ქართველმა დაჭრილმა სამხედროებმა საქართველოს სახელი პირველად ლონდონში გამართულ Invictus Games-ში წარმოაჩინეს, შემდეგ კი, აშშ-ში, ქალაქ ორლანდოში და გასულ წელს კანადაში, ქალაქ ტორონტოში იასპარეზეს.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი