თავდაცვის სამინისტროში ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების ახალ მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ ვინჩენცო კოპოლას უმასპინძლეს
30-10-2018, 11:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების ახალ მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ ვინჩენცო კოპოლას უმასპინძლეს. თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა გენერალ-ლეიტენანტ ვინჩენცო კოპოლას მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, წარმატებები უსურვა და ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

 


შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს, საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას შეეხო. მხარეებმა ყურადღება ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში საქართველოს კონტრიბუციაზე გაამახვილეს. ლელა ჩიქოვანის განცხადებით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) მონაწილეობა.

 


თავდაცვის მინისტრის მოადგილემ საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებისა და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების პროცესში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (European Union Monitoring Mission) როლი ხაზგასმით აღნიშნა და სტუმარს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესსა და პრიორიტეტებზე საუბრისას, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღნიშნა და ნატოსა და ევროკავშირთან თავსებადობის გაზრდის მიზნით უწყებაში გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.

 

 

ევროკავშირის მხრიდან შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ერიკ ჰოეგი და ევროკავშირის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი