დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელების მესამედი მედიას უყურებს, როგორც ხალხის მტერს
01-11-2018, 09:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის მედიაზე ახალი თავდასხმა წამოიწყო, განაცხადა რა, რომ მან „მძლავრად დაგმო სიძულვილი, ფანატიზმი და დისკრიმინაცია“, მაგრამ ამის გაშუქება არ მომხდარა.

 

 

ფლორიდაში, მომავალი კვრის შუალედური არჩევნების წინ გამართულ წინასაარჩევნო დემონსტრაციაზე მან თქვა, რომ ამერიკელების მესამედს სჯერა, რომ მედია „ადამიანების მტერია“. პრეზიდენტს ამის დამადასტურებელი სამხილი არ წარმოუდგენია.

 


კრიტიკოსები დონალდ ტრამპს მისი ოპონენეტების - მედიის, იმიგრანტების და მუსლიმების წინააღმდეგ უკიდურესი და გათიშულობის გამომწვევი რიტორიკის გამოყენებით, ძალადობის წაქეზებაში სდებენ ბრალს.

 


რამდენიმე დღის წინ, ტრამპი პენსილვანიის ქალაქ პიტსბურგში ჩავიდა და სამძიმარი გამოხატა იქ მომხადრი თავდასხმის შედეგად 11 ებრაელი მლოცველის დაღუპვის გამო.

 

 

თეთრმა სახლმა პიტსბურგის „სიცოცხლის ხის“ სინაგოგაზე თავდასხმის თაობაზე განცხადება გააკეთა და უარყო ნებისმიერი ბრალდება, რომ შეიარაღებული მამაკაცი, ვინც 11 ებრაელი მლოცველი მოკლა, ტრამპის მხარდამჭერი იყო.

 

 

ამის მიუხედავად, ფაქტი ისაა, რომ გასულ კვირას ბომბის არსებობის მაუწყებელი წერილების გაგზავნის თაობაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულ მამაკაცს მისი მინივანის ფანჯრები პრეზიდენტ ტრამპის ფოტოებით ჰქონდა დაფარული.

 


რა თქვა ტრამპმა?

 


ესტეროში მხარდამჭერებისადმი მიმართვისას, ტრამპმა მათ უთხრა, რო მედიას „არ სურს, რომ თქვენ გაიგოთ თქვენი ამბები“.

 


„ჩვენ მძლავრად დავგმეთ სიძულვილი, ფანატიზმი, რასიზმი და ცრურწმენა ყველა მისი მახინჯი ფორმებით“, განაცხადა მან და განაგრძო:

 


„მაგრამ მედიას არ სურს, რომ თქვენ გაიგოთ თქვენი ამბავი, ეს არ არის ჩემი ამბავი, ეს თქვენი ამბავია“.

 

„და ამის გამოა, რომ 33 პროცენტს ადამიანებისა ამ ქვეყანაში სწამს, რომ ყალბი ახალი ამბები ფაქტობრივად, და მე მძულს ამის თქმა, ფაქტობრივად, ადამიანების მტერია“.

 

კომენტარები: 1
#1   vakhtang
      
ამერიკელი, ქართველი, რუსი თუ ზიმბაბელი ოლიგარხი ოლიგარხია! ყველას ერთი რამ აქვთ სართო ვერ იტანენ განსხვავებულ აზრს მიაჩნიათ არის ორი პოზიცია ერთი მათი მეორე არასწორი
4 ნოემბერი 2018 12:02
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი