ლევან იზორია: „თავდაცვისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში მორიგი ახალი დინამიკა გვაქვს“
01-11-2018, 11:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ბათუმში, „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის“ დაწყებამდე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და უახლოეს მომავალში დაგეგმილ ახალ ინიციატივებზე გაამახვილა ყურადღება.

 


„თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენაცია არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ ჩვენს პარტნიორებს კიდევ ერთხელ გავუზიაროთ რეგიონული და საერთაშორისო გამოწვევები, ვუთხრათ, თუ რას ვაკეთებთ ერთად ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად. საქართველო, როგორც ნატოს გამორჩეული პარტნიორი იმ გზაზე, რასაც საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ჰქვია, არის სამაგალითო ქვეყანა. ეს დადასტურდა გასულ კვირას ბატონი მატისის მიერ გამოგზავნილ განსაკუთრებულ სამადლობელ წერილში, რომელიც პრემიერ-მინისტრს გაუგზავნა, ასევე ბატონი ბოლტონის ვიზიტით დადასტურდა პრინციპული მხარდაჭერა. ეს კონფერენაცია სწორედ სტრატეგიული კომუნიკაციის ასპექტში კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს სტრატეგიულ გზაზე სტრატეგიული პარტნიორებისგან მხარდაჭერას“, აღნიშნა მან.

 

 

მინისტრის განცხადებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში სრულიად ახალი დინამიკაა: „საქართველოს ისტორიაში პირველად, როტაციის პრინციპის საფუძველზე „კობრას“ ასეული ჩამოვიდა, აშშ-ის ასეული, რათა ჩვენი ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად გამოყენებული იქნას საწვლებებისთვის. ეს არის სწორედ იმ პრინციპის კონკრეტული რეალიზება, რასაც ჰქვია მეტი ნატო საქართველოში. ჩვენ მომავალშიც ველოდებით სხვა, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებისგან ამ პრინციპის საფუძველზე ჩვენი სამხედრო ინფრასტრუქტურის გამოყენებით სამხედრო სწავლებების ჩატარებას. ასე რომ, ეს არის სრულიად ახალი დინამიკა, რომელიც ადეკვატურად ჯდება ავტორიზაციის აქტით გაჟღერებულ ყოვლისმომცველი უსაფრთხოების სტრატეგიის კონტექსტში. დღეს გვექნება გეგმებზე საუბარი, რომელიც უკავშირდება მზადყოფნის ცენტრის შექმნას, რაც პირველად სწორედ ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში გაჟღერდა“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი