იაპონელმა მფრინავმა, რომელიც ჰიტროუს აეროპორტში დააპატიმრეს, აღიარა, რომ დაშვებულ ნორმაზე 9-ჯერ მეტი ოდენობის ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული
02-11-2018, 12:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იაპონელმა მფრინავმა, რომელიც ჰიტროუს აეროპორტში სიმთვრალის გამო დააკავეს, აღიარა, რომ დაშვებულ ნორმაზე 9-ჯერ მეტი ოდენობის ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული.

 


42 წლის კაცუტოში ჯიცუკავა, რომელიც „Japan Airlines“-ში მუშაობს, 28 ოქტომბერს, ალკოტესტის ჩატარების შემდეგ დააკავეს. მისი სისხლის 100 მილილიტრში 189 მილიგრამი ალკოჰოლი იქნა აღმოჩენილი, მაშინ როცა მფრინავისთვის კანონით დაშვებული ნორმა 20 მილიგრამს შეადგენს, იტყობინება ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC).

 


იაპონური ტელეკომპანია NHK-ის ცნობით, პოლიციას ეკიპაჟის ავტობუსის მძღოლმა შეატყობინა, რომ მფრინავს ალკოჰოლის სუნი ასდიოდა.

 


მფრინავი იმ ეკიპაჟის წევრებს შორის იმყოფებოდა, რომელთაც „იაპონური ავიახაზების“ კუთვნილი „ბოინგ 777“-ით ლონდონიდან ტოკიოში უნდა განეხორციელებინათ ფრენა, მაგრამ გამგზავრების დრომდე 50 წუთით ადრე, დიდი ოდენობით ალკოჰოლის მიღებაში ეჭვმიტანილმა მფრინავმა ალკოტესტი ვერ გაიარა და ფრენა 69 წუთის დაგვიანებით განხორციელდა.

 


ავიაკომპანიამ განცხადება გაავრცელა და ბოდიში მოუხადა მგზავრებს, ამასთან, პირობა დადო, რომ „დაუყოვნებელ ქმედებებს გაატარებს, რათა მომავალში ნებისმიერი მსგავსი შემთხვევა იყოს აღკვეთილი“, რადგანაც „უსაფრთხოება ჩვენს ყველაზე დიდ პრიორიტეტად რჩება“.

 


BBC-ის ცნობით, ინგლისში, უელსში და ჩრდილოეთ ირლანდიაში ავტომანქანის ნასვამ მდგომარეობაში ტარება კანონდარღვევად არ ითვლება, თუკი სისხლში ალკოჰოლის ოდენობა 80 მილიგრამს არ აღემატება, ხოლო მფრინავებისთვის ეს შეზღუდვა 20 მილიგრამს შეადგენს.

 


კაცუტოში ჯიცუკავა პატიმრობაში რჩება. მისი სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს გაიმართება.

 


ივნისში, „ბრითიშ ეარვეისის“ მფრინავი, ჯულიან მონაგანი, რომლის სისხლშიც 86 მილიგრამი ალკოჰოლი აღმოაჩინეს, გატვიკის აეროპორტში დააპატიმრეს და 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი