მთავარი პროკურატურა გია გორგაძესთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
08-02-2014, 15:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მთავარი პროკურატურა გია გორგაძესთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. უწყება ბაჩო ახალაიას ადვოკატების ბრალდებებსაც პასუხობს. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, სიცრუეა, თითქოს პროკურატურამ მოახდინა გორგაძის დაკავება და მანამდე მისგან ჩვენების იძულებით მიღება.

 


"გუშინ, 7 თებერვალს, საქართველოს პროკურატურამ გია გორგაძის ოჯახის წევრების შეტყობინების საფუძველზე, რომ ეს უკანასკნელი იყო გატაცებული დაიწყო გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე.

 


იმავე დღეს, გია გორგაძის ადგილსამყოფელის დადგენის შემდგომ, მოხდა მისი მოწმის სახით დაკითხვა ქ.თბილისის პროკურატურაში, რა დროსაც მან განაცხადა, რომ იგი გატაცებული არ ყოფილა, მას უბრალოდ რამოდენიმე დღის განმავლობაში ჰქონდა გაწყვეტილი კონტაქტი ოჯახთან, რის გამოც სავარაუდოდ ინერვიულეს მისმა ოჯახის წევრებმა და მიმართეს პროკურატურას დახმარებისთვის. მისივე განცხადებით, პროკურატურის მხრიდან მის მიმართ არ ჰქონია ადგილი არანაირ ზეწოლას ან იძულებას და მას როგორც წამების საქმეში დაზარალებულს და მ. გორგაძის ძმას სურდა, მასმედიის საშუალებით გამოეთქვა თავისი ლეგიტიმური უფლება, რომ სწრაფად ყოფილიყო გამოძიებული 2006 წლის 12 იანვარს, ქ.თბილისში "ნავთლუღის" ავტოსადგურის ტერიტორიაზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მისი ძმის მურად გორგაძის და მისი მეგობრების ლიკვიდაციის ფაქტი.

 


რაც შეეხება ბ.ახალაიას ადვოკატების განცხადებებს, რომ თითქოს პროკურატურამ მოახდინა გ.გორგაძის დაკავება და მანამდე იძულებით მოხდა მისგან ჩვენების მიღება, ეს არის სრული სიცრუე და ემსახურება მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ბ.ახალაიას ბრალდების საქმესთან დაკავშირებით. გვინდა განვაცხადოთ, რომ ყველა ეს მცდელობა არის სრულიად ფუჭი ვინაიდან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ, ასევე დაზარალებულ გ.გორგაძესთან და მანამდე მოწმე გ.ჯოლოხავასთან მიმართებაში ბ.ახალაიას ადვოკატების მხირდან მომხდარი ინციდენტებიდან გამომდინარე, რომლებზეც პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიებები, გვინდა განვაცხადოთ, რომ მთავარი პროკურატურა მკაცრად აღკვეთს პროცესის მონაწილეებზე ზეწოლის ნებისმიერ ფაქტს.

 

 

აქვე მოგახსენებთ, რომ პროკურატურა ინტენსიურად იძიებს ,,ნავთლუღის" ავტოსადგურთან ჩატარებული სპეცოპერაციის გარემოებებს, რასთან დაკავშირებითაც დამატებითი მნიშვნელოვანი დეტალები საზოგადოებისთვის მომავალში გახდება ცნობილი", – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი