საფრანგეთის პრეზიდენტზე, ემანუელ მაკრონზე თავდასხმის განხორციელების გეგმის შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 6 ეჭვმიტანილი დააკავეს
06-11-2018, 17:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საფრანგეთის პრეზიდენტზე, ემანუელ მაკრონზე თავდასხმის განხორციელების გეგმის შესახებ მიმდინარე წინასწარი გამოძიების ფარგლებში 6 ეჭვმიტანილი დააკავეს, იტყობინება „როიტერსი“ გამოძიებასთან დაახლოებულ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.

 


წყარომ განაცხადა, რომ ფრანგულმა უსაფრთხოების ძალებმა 6 პირი სამშაბათს დააკავეს და ისინი ეჭვმიტანილი არიან პრეზიდენტ მაკრონის წინააღმდეგ „გაურკვეველი და არაზუსტად ჩამოყალიბებული“ გეგმის „ძალადობრივი ქმედების გზით“ განხორციელების მცდელობაში.

 


ფრანგული სატელევიზიო არხის „BFM TV“-ის ცნობით, დაკავებულები ულტრა-მემარჯვენე ძალების წევრები არიან, მაგრამ დამოუკიდებლად ეს არ დასტურდება.

 


დაკავებები საფრანგეთის სამ სხვადასხვა ადგილას მოხდა.

 


კვირას გამოქვეყნებულ ინტერვიუში მაკრონმა ევროპის გასწვრივ ულტრა-მემარჯვენე მოძრაობებისაგან მომდინარე საფრთხის შესახებ გააკეთა გამაფრთხილებელი განცხადება და თქვა, რომ 1930-იანი წლების განმავლობაში არსებული თვითკმაყოფილება იყო ის, რამაც გამოიწვია ჰიტლერის აღზევება გერმანიაში და მუსოლინის იტალიაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი