განათლების მინისტრის განცხადებით, 2020-2021 წლისთვის პედაგოგების საშუალო ხელფასი მინიმუმ 1500 ლარი იქნება... ხელფასების ზრდა ათი ათასობით ადამიანს შეეხება
07-11-2018, 12:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ 2020-2021 წლისთვის პედაგოგების საშუალო ხელფასი მინიმუმ 1500 ლარი იქნება და ხელფასების მატება არამხოლოდ სკოლის მასწავლებლებს, არამედ დირექტორებს, პროფსასწავლებლების პედაგოგებს და რესურსცენტრის თანამშრომლებსაც შეეხებათ.

 


„მომავალი წლიდან მნიშვნელოვანი სიახლეები გვაქვს, რომელიც შეეხება არამარტო პედაგოგების ხელფასების გაზრდას, არამედ დირექტორებსა და სკოლების ადმინისტრაციულ პერსონალს, ასევე რესურსცენტრების თანამშრომლებსა და პროფესიული სასწავლებლების პედაგოგებს. ამიტომ კონკრეტულად ეს ხელფასების ზრდა ათი ათასობით ადამიანს ეხება, რაც ვფიქრობთ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ამაზე არ გავჩერდებით, რადგან ყოველწლიურად მოხდება ხელფასების მნიშვნელოვნად ზრდა. როგორც ჩვენ დავპირდით, 2020-21 წლისთვის პედაგოგების საშუალო ხელფასი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 1500 ლარს. ყოველწლიურად ეტაპობრივად მივალთ აქამდე და ყოველი პედაგოგი განახლებულ სკოლებთან ერთად, განახლებულ პროგრამებთან ერთად, თავს იგრძნობს გაცილებით უკეთეს ეკონომიკურ პირობებში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში რეფორმების წარმატებით განხორციელებას“, განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა, რომლის სიტყვების ციტირებასაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი