თუშეთში უსახელო მწვერვალს გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა
08-11-2018, 18:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში უსახელო მწვერვალს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა.

 

 

ერთ-ერთი უსახელო მწვერვალი, რომელიც კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ განშტოებაზე, მწვერვალ დიდი ბორბალოს სამხრეთით 3,5 კმ-ში მდებარეობს, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ტოპოგრაფიული სამსახურის თანამშრომლებმა სამეცნიერო-სასწავლო ხასიათის ლაშქრობის დროს აღმოაჩინეს. აღნიშნული მწვერვალი (სიმაღლე ზღვის დონიდან 3276,1 მ.) დუშეთისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საზღვარზე მდებარეობს და მდინარეების ალაზნის, იორის, ასევე ფშავის არაგვის წყალგამყოფს წარმოადგენს. მწვერვალის გეოგრაფიული კოორდინატებია: ჩრდილოეთ განედის 42023’23’’ და აღმოსავლეთ გრძედის 45013’22’’.

 

 

ლაშქრობის შემდეგ, უსახელო მწვერვალისთვის ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელის მინიჭების თხოვნით თავდაცვის სამინისტრომ ახმეტის მუნიციპალიტეტს მიმართა. საკითხს ადგილობრივებისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისაგან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა და ახმეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით უსახელო მწვერვალს გიორგი ანწუხელიძის სახელი ოფიციალურად მიენიჭა.

 


უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე, 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს წამებით მოკლეს.

 

 

გიორგი ანწუხელიძეს, 2013 წლის 15 აპრილს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. იგი, ასევე დაჯილდოებულია, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“. 2013 წელს, „თუშების სადროშომ“ გიორგი ანწუხელიძეს „თუში სახალხო გმირის“ წოდება მიანიჭა. სოფელ ქვემო ალვანში გიორგი ანწუხელიძის მემორიალიც გაიხსნა. იმავე წლიდან, სერჟანტთა აკადემია გიორგი ანწუხელიძის სახელს ატარებს.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი