მოკლულია სულ მცირე 7 პალესტინელი, მათ შორის „ჰამასის“ მეთაური ღაზას სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად
12-11-2018, 09:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პალესტინის ოფიციალური პირების განცხადებით ექვსი პალესტინელი, მათ შორის „ჰამასის“ ადგილობრივი მეთაურია მოკლული ღაზას სექტორში ისრაელის ოპერაციის შედეგად, იტყობინება BBC, Haaretz-ის ინფორმაციით კი სულ მცირე 7 პალესტინელია მოკლული.

 


ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით, მოკლულია მათი ერთი ჯარისკაცი, მეორე კი დაჭრილია ღაზას სექტორში სპეციალური ძალების მიერ განხორციელებული „საოპერაციო აქტივობებისას“.

 


შეტაკებები ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში, ხან იონუსის აღმოსავლეთით მოხდა.

 


ისრაელმა ღაზადან გაშვებულ რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდო.

 


ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გადაწყვიტა შეეწყვიტა თავისი ხანმოკლე ვიზიტი პარიზში - სადაც პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიმდინარე ღონისძიებები იმართება - და კვირა საღამოს ისრაელში დაბრუნებულიყო, იტყობინება პრემიერის ოფისი.

 


ღაზას სექტორში დომინანტი სამხედრო ისლამისტური დაჯგუფების, „ჰამასის“ წარმომადგენელმა მომხდარი ინციდენტი აღწერა, როგორც „ისრაელის ლაჩრული თავდასხმა“.

 


დასახელდა მოკლული პალესტინელი მებრძოლის ვინაობა - იგი ხან იონუსში „ჰამასის“ სამხედრო ფრთის, იზედინ ალ-ქასამის ბრიგადის მეთაური შეიხ ნურ ბარაკეჰია (მაღლა ფოტოზე ბარაკეჰის დედა, რომელიც მორგში მივიდა, სადაც მისი შვილის ცხედარი გადაასვენეს).

 


„ჰამასის“ განცხადებით, ისრაელის სპეციალური ძალებმა ცეცხლი იმ ავტომანქანიდან გახსნეს, რომელიც ღაზას სექტორის შიგნით დაახლოებით 3 კილომეტრის დაშორებით იმყოფებოდა. ამის შემდეგ კი საპასუხო ცეცხლი გაიხსნა და თვითმხილველების თქმით, ისრაელმა ოპერაციაში საჰაერო ძალები და სატანკო ნაწილები ჩართო და ადგილი ჰქონდა აფეთქებებს.

 


ისრაელის სამხედრო ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „ღაზას სექტორში ისრაელის თავდაცვის ძალების სპეციალური ძალების ოპერაციული აქტივობის დროს, საპასუხო ცეცხლი გაიხსნა. ამ ინციდენტისას ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიცერი იქნა მოკლული და კიდევ ერთმა ოფიცერმა საშუალო სიმძიმის დაზიანებები მიიღო. მათი ოჯახები ინფორმირებული არიან“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი