„გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნები“ დასრულდა
13-11-2018, 20:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების და IV მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა, აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მხარდაჭერით, „გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნები“ დაასრულეს. კურსის დასრულებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე გაიმართა.

 

 

ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე, აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი დაესწრნენ. ბრიგადის გენერალმა ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართა, სწავლების დასრულება მიულოცა და კურსის დამამთავრებელი სერტიფიკატები გადასცა. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა და აშშ-ის თავდაცვის ატაშემ მიმართეს და სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა კი, ამერიკელ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

„გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნები“ 40 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში სპეციალური ოპერაციების ძალების, შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 41-ე ბატალიონის და აშშ-ის არმიის სპეციალური ძალების ოპერატიული დანაყოფის ინსტრუქტორები იყვნენ ჩართული. პირადმა შემადგენლობამ მომზადება სხვადასხვა დისციპლინაში გაიარა, მათ შორის ტაქტიკის, დაზვერვის, სამედიცინო, რეიდის და ჩასაფრების, ასევე საინჟინრო და პირდაპირი მოქმედებების უნარები განავითარა.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი