სამხედრო პოლიციის ოცეულის საჩვენებელი საველე-სიტუაციური სწავლება გაიმართა
18-11-2018, 11:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატოს სამხედრო პოლიციის მულტინაციონალურ ბატალიონთან თავსებადობის ამაღლებისა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მიღების მიზნით სამხედრო პოლიციის ოცეული გადამზადებას გადის. დღეს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ბატალიონის I ასეულის I ოცეულმა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, პირველი საჩვენებელი საველე-სიტუაციური სწავლება გამართა, რომელიც პოლონეთის რესპუბლიკის სამხედრო პოლიციის სპეციალიზირებული ქვედანაყოფის ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით ჩატარდა.

 

 

საჩვენებელ სწავლებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე დაესწრო. გენერალმა სამხედრო მოსამსახურეებს სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცა. პოლონელ ინსტრუქტორებს კი, გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ წარმატება უსურვა.

სწავლების სცენარის მიხედვით, სამხედრო პოლიციის ოცეულმა, განსაკუთრებული მნიშვნელობის ლოგისტიკური ტვირთის მაქსიმალურად უსაფრთხო გადაადგილებისა და დანიშნულების ადგილზე ტრანსპორტირების მიზნით, უსაფრთხოების ოპერაცია ჩაატარა. ქვედანაყოფმა ლოგისტიკური მარაგები დაცვის ქვეშ აიყვანა და რეგულირების პუნქტების გავლით წინასწარ განსაზღვრულ მარშრუტზე კონვოირება განახორციელა. პირობითი მოწინააღმდეგის მიერ მოხდა ჩასაფრება. სამხედრო პოლიციის ოცეულმა კონტაქტზე რეაგირების შემდეგ, 360 გრადუსიანი უსაფრთხოების ზონა დაიკავა და მოიერიშე ქვედანაყოფის უსაფრთხო გადაადგილებისა და შენობაში შესვლის მხარდასაჭერად, საცეცხლე მხარდაჭერა უზრუნველყო. მოიერიშე ქვედანაყოფმა შენობის წმენდა მოახდინა და მოწინააღმდეგე გაანეიტრალა. შენობის გაწმენდის შემდეგ, სამხედრო პოლიციის ოცეულმა ტაქტიკური გადაჯგუფება მოახდინა და დანიშნულების წერტილისაკენ გადაადგილდა. საველე სიტუაციური საჩვენებელი სწავლება ფუჭი ვაზნებითა და საიმიტაციო საშუალებების გამოყენებით ჩატარდა. 

 


სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ბატალიონის I ასეულის I ოცეულის გადამზადება პოლონელი ინსტრუქტორების მიერ თერთმეტი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამხედრო პოლიციის ოცეულის პირადმა შემადგენლობამ გადამზადება ოპერაციების დაგეგმვაში, კონვოირებისა და პატრულის ოპერაციებში, დანაშაულის ადგილას წინასწარი დათვალიერებისა და ტერიტორიის დაცვის, ასევე საცეცხლე მომზადებაში, ტაქტიკურ საკონტროლო პუნქტების მოწყობასა და მასზე მოქმედებაში, კორდონისა და ჩხრეკის ოპერაციებში გაიარა.

 

 

სწავლების მიზანი სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფის ნატოს სამხედრო პოლიციის მულტინაციონალურ ბატალიონთან თავსებადობა, საბრძოლო მოქმედებების დახვეწა, ასევე პოლონური ტაქტიკის განმასხვავებელი ნიშნების ათვისება და შესწავლა იყო.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი