ლონდონში მეტროპოლიტენის თანამშრომელთა ფართომასშტაბიანმა გაფიცვამ სატრანსპორტო კოლაფსი შექმნა
09-07-2015, 07:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლონდონში ბოლო ათლეწულის მანძილზე მეტროპოლიტენის მუშაკთა ყველაზე ფართომასშტაბიანი გაფიცვა მიმდინარეობს. გაფიცვა ოთხშაბათს საღამოს დაიწყო და 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება. მეტროს გაჩერებამ ლონდონში სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია. ავტობუსების გაჩერებები სავსეა ხალხით, მრავალი ადამიანი ფეხით გადაადგილდება.


BBC -ს ცნობით, რკინიგზის, საზღვაო და სატრანსპორტო მუშაკთა პროფკავშირი, სექტემბერში ლონდონის მეტროპოლიტენის ზოგიერთი ხაზის მუშაობის 24-საათიან რეჟიმზე გადასვლის გამო,  ხელფასების გაზრდას მოითხოვს.


სხვა სატრანსპორტო საშუალებები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ მეტროს მგზავრთა უზარმაზარი ნაკადი გადაჰყავს, სხვა სატრანსპორტო საშუალებები მას მთლიანად ვერ ცვლიან.


მეტროპოლიტენის მუშაკებთან ერთად დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში ზოგიერთი სარკინიგზო კომპანიის თანამშრომლებიც არიან გაფიცულები. ამის გამო კვირის ბოლომდე საგარეუბნო მატარებლები შეფერხებით იმუშავებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი