რას ეძახდნენ ივანიშვილს რუსეთში და რა იყო მისი ყველაზე სწორი ნაბიჯი ცხოვრებაში?
08-02-2014, 22:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ბიძინა ივანიშვილმა პოეტ დავით მაღრაძესთან გადაცემაში - "შეხვედრები მწერალთა სახლში" -რამდენიმე საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი ყველაზე დიდ რისკი და ყველაზე სწორი ნაბიჯი ცხოვრებაში, მისი პოლიტიკაში მოსვლა იყო.

 


"მე სხვის ხარჯზე არასოდეს არ მიცდია გამდიდრება, კანონი არ უნდა დაარღვიო, მე როცა სახელმწიფოს მხრიდან რუსეთში იყო უკანონობები, ხმას ვიმაღლებდი. მე ყველგან დაბალანსებულობა მახლდა, რუსეთში ფრთხილს, ძალიან ფრთხილსაც მეძახდნენ, ეს სიფრთხლე დავარღვიე მაშინ როცა პოლიტიკაში შემოვედი. მსგავსი რისკი მე არასოდეს არ გამიწევია. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი რისკი და ყველაზე სწორი ნაბიჯი, ქველმოქმედებაც თუ გნებავთ, იმიტომ რომ მე ყველაზე მეტი გასაცემი, სიცოცხლე დავდე სასწორზე, პირდაპირი მნიშვნელობით და შესაბამისად კრიტიკას იმისას, რომ მიმანიშნებენ თითქოსდა რაღაცა მინდა, რა უნდა მინდოდეს, აბა რა? შხედონ მთელს ჩემს მოღვაწეობას, განიხილონ ჩემი მოღვაწეობა მთლიანობაში, რა მინდა, ფული ვიშოვო? თუ რა მინდა, საქართველო სხვას მივცე? ჩემი სამშობლო მივცე სხვას? ეს მაქვს სურვილი? ეს აკვიატებები და მსგავსი მინიშნებები რომ აქვთ, ყველა საკუთარი სამრეკლოდან იყურება, მხოლოდ ეს შემიძლია ვუპასუხო მათ ვისაც მსგავსი მინიშნებები აქვს, ყველა თავისი სამრეკლოდან ზომავს".

 

 

ივანიშვილმა მაღრაძესთან საუბრისას განმარტა, რომ უნდა ის, რაც თითოეულ ქართველს, იყოს თავისუფალი მოქალაქე და ღირსეულად იცხოვროს საკუთარ სამშობლოში.

 

 

"მჯერა, აბსოლუტური უმრავლესობა ქართველების ცდილობს, ელოდება და ნატრობს დაბრუნდეს თავის სამშობლოში.

 

 

ბიძინა ივანიშვილი ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებასაც შეეხო, სადაც ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა მთავარი პროკურორი ციხიდან მის მოტაცებაში დაადანაშაულა. ივანიშვილმა განაცხდა:

 


"აწვებიან იმას, რომ მთავარმა პროკურორმა კამერიდან მოიტაცა ბრალდებული მერაბიშვილი. ამაზე დიდი აბსურდი ეხლა წარმოგიდგენიათ?, ამ დროს მერაბიშვილს ბრალი ედება ბანკირის, თავისუფალი მოქალაქის, გირგვლიანის მოტაცებასა და მკვლელობაში და მათ რიცხვში სააკაშვილსაც, სტრასბურგის სასამართლოს ვიშველიებ, აქაური სასამართლო არ დასრულებულა და უდანაშაულობის პრეზუმფციას ვიყენებ, თუმცა საზოგადოებამ კარგად იცის რაც ხდებოდა და როგორც, მაგრამ... სტრასბურგის სასამართლოს დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ სააკაშვილი და მერაბიშვილი გამოძიების სწორ მსვლელობას ხელს აფარებდნენ, უშლიდნენ. ეს მერაბიშვილი, დღეს უნდა რომ მთელი მსოფლიო ფეზხე დააყენოს და, ამბობს, რომ მთავარმა პროკურორმა კამერიდან მოიტაცა, რა უქნა მერე, გააუპატიურა? ნამუსი ახადა თუ რა მოხდა? რისთვის მოიტაცა, მიზანზე არ საუბრობენ, რად უნდა მთავარ პროკურორს პატიმარი მოიტაცოს, ამაზე დიდი აბსურდი გაგიგიათ? რად უნდა, მთავარ პროკურორს ეს, მას იმის საშუალება არ აქვს, პატიმარი ნახოს და იმას გაესაუბროს?"

 

 

ივანიშვილმა ევროპელი ლიდერების მხრიდან საქართველოს ახალი ხელისუფლებისადმი შეცვლილ დამოკიდებულებაზეც ისაუბრა და განაცხადა: "მდგომარეობა პრინციპულად შეცვლილია ევროპაში, ახლა უკვე თქვეს, რომ გაოცებული ვართო თქვენი დემოკრატიული ქმედებით. ამას უნდოდა დრო. ობიექტური ეჭვები ჰქონდათ, ახლა გაქრა ეს ეჭვები".

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი