ჩრდილოეთ კალიფორნიაში ასეულობით ცხედრის ფრაგმენტები შესაძლოა ვერასოდეს იპოვონ - ძლიერმა წვიმამ ჩააქრო შტატის ისტორიაში ყველაზე საშინელი ტყის ხანძარი, მაგრამ გაართულა ცხედრების პოვნის სამუშაოები
24-11-2018, 10:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარასკევს, ძლიერმა წვიმამ ჩააქრო ჩრდილოეთ კალიფორნიაში შტატის ისტორიაში ყველაზე საშინელი ტყის ხანძარი, მაგრამ უხვა ნალექმა გაართულა ცხედრების პოვნის სამუშაოები - ცხედრებისა, რომელთა მხოლოდ ძვლების ფრაგმენტების პოვნის იმედიღა არის დარჩენილი მთლიანად განადგურებულ და ფერფლად ქცეულ ჩრდილოეთ კალიფორნიის უზარმაზარ ტერიტორიაზე, იტყობინება ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“.

 


8 ნოემბერს გაჩენილმა ხანძარმა მიწისაგან პირისა აღგავა პარადაიზი, სან ფრანცისკოდან 280 კილომეტრით მდებარე ქალაქი. გამძვინვარებულმა სტიქიამ სულ მცირე 84 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და დაახლოებით 14 000 სახლი გაანადგურა.

 


ადგილობრივი შერიფის ცნობით, 600-ზე მეტი ადამიანი პარადაიზისა და მისი მიმდებარე დასახლებებიდან ჯერ კიდევ დაკარგულად მიიჩნევა.

 


51 წლის დარელ უილკენის, ქალაქის ნაწილობრივ განადგურებული საავადმყოფოს მედდას განცხადებით, მას საგანგებო სიტუაციების თანამშრომლებმა უთხრეს, რომ სირთულეებს წააწყდნენ ცხედრების ფრაგმენტების შეგროვებისას, რადგან 3 ინჩის (დაახლოებით 7.5 სმ) წვიმის მოსვლამ სტიქიის ზონა, დამწვარი სახლების მიმდებარე ადგილები ფერფლისა და თიხის ნაზავად აქცია.

 


„ცხედრების ფრაგმენტები, რადგანაც ისინი უკვე ფერფლად არის ქცეული, უკვე ჩარეცხილია“, განაცხადა უილკენმა, რომელიც „როიტერსის“ ცნობით, მისი ავტომანქანით სამ პაციენტთან ერთად გაექცა ხანძრის კერას. „ულმობელი ჩანს ამაზე ფიქრი, მაგრამ შესაძლოა ვერასოდეს იპოვონ იმ ადამიანების უმეტესობა, რომელიც დაკარგულად არის გამოცხადებული“.

 


ამინდის ეროვნული სამსახურის ცნობით, ჩრდილოეთ კალიფორნიაში პარასკევ- შაბათის ჩათვლით 2.5 სმ-იდან 7.5 სმ-მდე წვიმა არის მოსალოდნელი.

 


„წყალდიდობები და შენაკადები განსაკუთრებით საფრთხის შემცველი იქნება ტყის ხანძრისაგან განადგურებულ ადგილებში“, იტყობინება ამინდის ეროვნული სამსახური.

 


ქალაქი პარადაიზი პენსიაზე გასული ადამიანების პოპულარული დასასვენებელი და საცხოვრებელი ადგილი იყო და მსხვერპლის 2/3, რომელთა ვინაობაც ამ დროისთვის არის ცნობილი, სწორედ 65 წელს გადაცილებული ადამიანია.

 


ბიუთის ოლქის შერიფმა, კორი ჰონეამ გააფრთხილა საზოგადოება, რომ მსხვერპლთაგან ზოგიერთის ცხედარი შესაძლოა ვერასოდეს იქნეს ნაპოვნი, ხოლო ზოგიერთისას კი მხოლოდ „ძვლის მცირე ფრაგმენტებსღა“ მიაკვლიონ.

 


კალიფორნიის სახანძრო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ენდრიუ ფრიბორნის განცხადებით, მეხანძრეებმა ცეცხლის 95 პროცენტის შეჩერება მოახერხეს, ხანძარი კი 154 000 აკრზე იყო მოდებული - სან ფრანცისკოზე ხუთჯერ მეტი სიდიდის ტერიტორიაზე. მისი თქმით, სპეციალისტები მონიტორინგს ახორციელებენ პოტენციურ წყალდიდობებსა და მეწყერებზე, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მეხანძრეთა სიცოცხლეს.

 


ათასობით ადამიანი იძულებული გახდა გაქცეულიყო პარადაიზიდან და თავი დროებით მოწყობილ საცხოვრებელ სივრცეებში ან ახლომდებარე ქალაქებში, მეგობრებთან თუ ნათესავებთან შეეფარებინათ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი