ანგელა მერკელი ქერჩის სრუტეში რუსეთსა და უკრაინას შორის კონფრონტაციაში ბრალს ვლადიმერ პუტინს სდებს
29-11-2018, 21:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა უკრაინისა და რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებს შორის კონფრონტაციაში ბრალი მოსკოვს დასდო. მან თქვა, რომ ეს „მთლიანად“ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის „ქმედება“ იყო და პირობა დადო, რომ პუტინთან ამ საკითხს წამოწევს.

 

 

BBC-ის ცნობით, ბერლინში უკრაინის პრემიერ მინისტრ გროისმანის გვერდით მდგომმა ანგელა მერკელმა რუსეთს ქერჩის სრუტეზე ხიდის მშენებლობით აზოვის ზღვაზე გადაადგილების შეზღუდვასა და 2003 წელს მიღწეული შეთანხმების დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის მიხედვითაც ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილება იყო გარანტირებული.

 


„მე მსურს, რომ უკრაინელი ჯარისკაცები გათავისუფლდნენ“, განაცხადა მერკელმა და დაამატა, რომ იგი ამ საკითხზე პუტინთან არგენტინაში დიდი ოცეულის სამიტზე ისაუბრებს.

 


„უკრაინულმა მხარემ გვთხოვა ჩვენ ბრძნულად ვიმოქმედოთ. ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ამ პრობლემების სამხედრო გზით გადაწყვეტა საკითხის გადაწყვეტის გზა არ არის“, აღნიშნა მერკელმა.

 


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი ქერჩის სრუტეში განვითარებული მოვლენების გამო არგენტინაში „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.

 

 

რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებთან კონფრონტაციის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დაჟინებით მოუწოდა ნატოს აზოვის ზღვაში გემები გააგზავნოს.

 


როგორც მან გერმანულ გაზეთ „ბილდს“ უთხრა, მას იმედი აქვს, რომ გემები შესაძლოა გადაადგილებული იქნენ, „უკრაინის დასახმარებლად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.

 


კვირას რუსეთმა ქერჩის სრუტეში, შავ და აზოვის ზღვებს შორის, ცეცხლი გაუხსნა სამ უკრაინულ გემს და შეიპყრო მათი ეკიპაჟის წევრები.

 


ნატომ უკრაინის მიმართ, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყანა არ არის, „სრული მხარდაჭერა“ გამოხატა.

 


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პოროშენკოს 2019 წლის მარტის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მისი რეიტინგის ასამაღლებლად საზღვაო „პროვოკაციის“ შექმნაში დასდო ბრალი.

 


პრეზიდენტმა პოროშენკომ კრიზისის საპასუხოდ უკრაინის სასაზღვრო რეგიონებში 30-დღიანი საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

 


რა თქვა პოროშენკომ?

 


„ბილდთან“ ინტერვიუში პოროშენკომ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს „სხვა არაფერი სურდა, თუ არა ის, რომ მოეხდინა [აზოვის] ზღვის ოკუპაცია“.

 


„გერმანია ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ახლო მოკავშირეა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ქვეყნები ნატოს შიგნით ახლა მზად არიან გადაადგილონ გემები აზოვის ზღვაში იმისათვის, რომ დაეხმარონ უკრაინას და უზრუნველყონ უსაფრთხოება“, განაცხადა პოროშენკომ, როგორც ამას BBC იუწყება.

 


„ჩვენ ვერ მივიღებთ რუსეთის ამ აგრესიულ პოლიტიკას. პირველად ეს იყო ყირიმი, შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინა, ახლა კი მას უნდა აზოვის ზღვა. გერმანიამაც თავის თავს უნდა ჰკითხოს: რას გააკეთებს პუტინი შემდეგში, თუკი ჩვენ არ შევაჩერებთ მას?“

 


ორშაბათს, ნატონს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მოუწოდა რუსეთს გაანთავისუფლოს უკრაინული გემები და მეზღვაურები და განაცხადა, რომ მოსკოვმა უნდა გააცნობიეროს „მისი ქმედებების შედეგები“. მან აღნიშნა, რომ ბლოკმა უნდა განაგრძოს უკრაინისათვის, ნატოს პარტნიორი ქვეყნისათვის, „პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის“ უზრუნველყოფა.

 


პოროშენკოს ბოლოს გაკეთებულ განცხადებას ნატო ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი