თავდაცვის მინისტრმა 32-ე ბატალიონის სამხედროებს GDRP-ის დასრულება მიულოცა
30-11-2018, 16:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში მე-2 როტაცია დასრულდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს პროგრამის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ ელიზაბეთ რუდმა მიულოცეს.

 

 

სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა ყურადღება სწავლების მნიშვნელობაზე გაამახვილა. ლევან იზორიამ ქართველი სამხედროების მომზადებაში საქართველოს მთავარი სტრატეგიულ პარტნიორის - აშშ-ის წვლილი აღნიშნა და ამერიკულ მხარეს ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

ღონისძიების ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისა და ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისთვის მედლით „გენერალი კვინიტაძე“ აშშ-ის ევროპული სარდლობის I კავალერიის ინსტრუქტორთა ჯგუფის, "ლინქსის" ხელმძღვანელი, მაიორი დავიდ ფარარი, ამერიკელი ინსტრუქტორები და 32-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვეს. გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ კი, 32-ე ბატალიონის გამორჩეული და ასევე საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) სამხედროებს სწავლებების მართვის და დაგეგმვის დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი მონაწილეობისთვის მედალი „გიორგი ანწუხელიძე“ გადასცა.

 

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონმა მომზადება ვაზიანის და ნორიოს საწვრთნელ რაიონებში, დღისა და ღამის პირობებში 13 კვირის განმავლობაში გაიარა. ამერიკელი ინსტრუქტორების მხარდაჭერით, სწავლება ასეულის და ბატალიონის დონეზე, რეალურ საბრძოლო პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში მიმდინარეობდა.

 

 

მომზადების დასრულების შემდეგ, 32-ე ბატალიონი საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) ხელმძღვანელობის რეკომენდაციით და ზედამხედველობით შიდა მოსამზადებელი სწავლების გეგმას შეიმუშავებს. ქვედანაყოფი საკუთარი დისლოკაციის ადგილზე მომზადებას და გეგმით დასახული ამოცანების შესრულებას გააგრძელებს.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი