დონალდ ტრამპმა და მისმა მეუღლემ, მელანიამ აშშ-ის 41-ე პრეზიდენტის, ჯორჯ ჰერბერტ უოლკერ ბუშის ხსოვნას პატივი მიაგეს
04-12-2018, 09:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მისმა მეუღლემ, მელანიამ პატივი მიაგეს კაპიტოლიუმში დასვენებულ აშშ-ის 41-ე პრეზიდენტს, ჯორჯ ჰერბერტ უოლკერ ბუშს, რომელიც 94 წლის ასაკში 30 ნოემბერს გარდაიცვალა.

 


მას პარკინსონის დაავადება ჰქონდა, თუმცა სიცოცხლის ბოლომდე აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწეოდა.

 


ჯორ ბუშ უფროსს ოთხშაბათს მშობლიურ ტეხასში, მისი მეუღლის, ბარბარას გვერდით დაკრძალავენ და ცერემონიას პრეზიდენტი ტრამპი დაესწრება, მიუხედავად იმისა, რომ ადრე მას ბუშის ოჯახთან უთანხმოება და გამწვავებული ურთიერთობა ჰქონდა.

 


ბუშის ცხედარი ტეხასიდან ვაშინგტონში სამხედრო პატივით იქნა გადმოსვენებული ბორტ ნომერ ერთით, რომელსაც დროებით სახელი გადაარქვეს და გარდაცვლილი პრეზიდენტის პატივსაცემად „სპეციალური საჰაერო მისია 41“ უწოდეს.

 

 

ჯორჯ ბუში უფროსი ამერიკის 41-ე პრეზიდენტი იყო და 1989-1993 წლებში ედგა ქვეყანას სათავეში, მანამდე კი ორი ვადით, რონალდ რეიგანის პრეზიდენტობისას, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ორი ვადით მსახურობდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი