აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ რუსეთს ულტიმატუმი წაუყენა: 60 დღეში შეასრულეთ საშუალო რადიუსის ბირთვული ძალების ხელშეკრულების ვალდებულება, სხვა შემთხვევაში ამერიკა დატოვებს მას
05-12-2018, 19:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზად არის გამოვიდეს მსოფლიოს ორი უდიდესი სახელმწიფოს - აშშ-ის და ყოფილი საბჭოთა კავშირის მიერ ხელმოწერილი ბირთვული შეიარაღების ხელშეკრულებიდან.

 


პომპეომ რუსეთს ულტიმატუმი წაუყენა: შეასრულეთ აღებული ვალდებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეერთებული შტატები დატოვებს საშუალო რადიუსის ბირთვული ძალების ხელშეკრულებას.

 


პომპეოს თქმით, რუსეთმა „SSC-8 რაკეტების მრავალი ერთეული განავითარა“, რაც ცივი ომის დროს დადებული ხელშეკრულების დარღვევაა.

 

 

„მისი რადიუსი ამ რაკეტას პირდაპირ საფრთხედ ქმნის ევროპისთვის“, განაცხადა პომპეომ ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ.

 


„რუსეთის მიერ ბირთვული ძალების ხელშეკრულების დარღვევა ანგრევს შეიარაღების ეფექტური კონტროლის ფუძემდებლურ პრინციპებს და ძირს უთხრის სამოკავშირეო უსაფრთხოებას. ეს არის რუსეთის ქცევის უფრო ფართო მოდელი, რომლის მიზანია შეასუსტოს საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურა“, ეს კი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში წერია.

 


„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს სრულ და ხელშეკრულებით დამტკიცებულ ვალდებულებას. ახლა ეს რუსეთზეა დამოკიდებული, შეინარჩუნოს საშუალო რადიუსის ბირთვული ძალების ხელშეკრულება“.

 


საშუალო რადიუსის ბირთვული ძალების ხელშეკრულება, რომელსაც ხელი 1987 წელს აშშ-ის პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის და საბჭოთა კავშირის ლიდერის, მიხეილ გორბაჩოვის მიერ მოეწერა, კრძალავს საშუალო რადიუსის ბირთვულქობინებიანი რაკეტების განვითარებას და განლაგებას.

 


შეთანხმებამ აიძულა ორივე ქვეყანა თავიანთი არსენალიდან გაენადგურებინათ 2 500-ზე მეტი რაკეტა, რომლის რადიუსიც 310 მილიდან 3 420 მილამდე იყო, წერს ამერიკული ტელეკომპანია CNBC და ამატებს, რომ ხელეკრულება უზრუნველყოფდა იმას, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ბირთვულქობინებიან რაკეტებს ევროპის კონტინენტისთვის საფრთხე არ შეექმნა.

 


CNBC-ის ცნობითვე, ზოგიერთი მიმომხილველი აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია სწორ გზას ადგას. „ხელშეკრულების დარღვევიდან 10 წლის გასვლის შემდეგ და 4 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების მოწოდებიდან, აღნიშნული გადაწყვეტილების გამოცხადება სამართლიანი, აწონილ-დაწონილი და დროულია“, განაცხადა თომას კარაკომ, სტრატეგიული და საერთაშორისო სწავლებათა ცენტრის სარაკეტო თავდაცვის პროექტის დირექტორმა.

 


მაგრამ სხვები ამბობენ, რომ უფრო მეტი ნაბიჯებია გადასადგმელი ხელშეკრულების გადასარჩენად. „იმედის გამოთქმა, როგორც ეს პომპეომ გააკეთა, რომ რუსეთი 60 დღის განმავლობაში დაუბრუნდება საშუალო რადიუსის ბირთვული ძალების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, სტრატეგიას არ წარმოადგენს“, განაცხადა კინგსტონ რიფმა, შეიარაღების კონტროლის ასოციაციის განიარაღების კვლევის დირექტორმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი