თავდაცვის მინისტრმა უწყების 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
06-12-2018, 15:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტები, სამხედრო განათლება, სამხედრო სწავლებები და წვრთნები, საერთაშორისო მისიები, შეიარაღებული ძალების პრიორიტეტული მიმართულებების განვითარება, ინსტიტუციური განვითარება, ადგილობრივი სამხედრო მრეწველობის განვითარება, სოციალური მხარდაჭერა და ჯანმრთელობის დაცვა - ეს ის თემები იყო, რომელზეც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უწყების 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციის დროს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან „არმიჰოლში“ ისაუბრა.

 

 

ლევან იზორიამ მოხსენებაში დეტალურად მიმოიხილა თავდაცვის პოლიტიკის მიზნები და პრინციპები. მან ასევე ისაუბრა ტოტალური თავდაცვის სისტემისა და საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერების მეშვეობით თავდაცვის პოლიტიკის განხორციელების შესაძლებლობებზე.

 

 

თავის გამოსვლაში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისა და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

 


ლევან იზორიას განცხადებით, 2018 წლის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის რაციონალური გადანაწილებაა.

 

 

„წელს გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი და მიღწევები. ეს პირველ რიგში ნატოს სტანდარტების რეალიზებას უკავშირდება. წელს, პირველად მივმართეთ შეიარაღებაზე თავდაცვის ბიუჯეტის 20%, რის საფუძველზეც ვყიდულობთ ისეთ თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიებს, როგორიცაა ტანკსაწინააღმდეგო სისტემები“, აღნიშნა იზორიამ.

 

 

თავის გამოსვლაში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამხედრო განათლების მნიშვნელობაზე, სამხედრო სწავლებებზე და წვრთნებზე. მოხსენების დროს, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულია და მსოფლიო უსაფრთხოებაში კონტრიბუციას გააგრძელებს.

 

 

თავდაცვის მინისტრის ანგარიში ასევე შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობების განვითარება, ავიაცია და საჰაერო თავდაცვა, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფა, სამხედრო პოლიცია ეროვნული გვარდია, კიბერუსაფრთხოება და ადამიანური რესურსების მართვა.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი