ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი დასრულდა
08-12-2018, 18:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი დასრულდა. მონაწილეებს კურსის წარმატებით დასრულება თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა მიულოცა და სერტიფიკატები გადასცა.

 


კურსის ოფიციალურ დახურვამდე სინდიკატებად დაყოფილმა მონაწილეებმა სიმულაციური კრიზისული სცენარის შესახებ მომზადებული პრეზენტაციები წარადგინეს და ხუთი დღის განმავლობაში განხილული თემები შეაჯამეს.

 

 

ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ გაიმართა. მას საქართველოს თავდაცვის და სხვა სახელმწიფო უწყებების, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. კურსის განმავლობაში უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე, საერთაშორისო ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და საქართველოში მის გავლენაზე, რეგიონული უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს როლზე შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში, კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტებსა და საქართველოს ურთიერთობებზე მეზობელ ქვეყნებთან, საქართველოს საგარეო პრიორიტეტებსა და მიღწევებზე, ეროვნული უსაფრთხეობის სამხედრო კომპონენტზე, თანამედროვე კიბერსაფრთხეებზე, ეროვნული უსაფრთხოების ფორმირების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების როლზე მსჯელობდნენ.

 

 

ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ადაპტირებული კურსების მსგავსად ჩამოყალიბდა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში მეშვიდედ ჩატარდა. კურსი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშნებელობის სკოლის ორგანიზებითა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) მხარდაჭერით ხორციელდება.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი