აზერბაიჯანში მსჯელობენ, შეიძლება თუ არა ღალატის გამო ქალის ცემა
10-12-2018, 12:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აზერბაიჯანში ისევ გამალებით კამათობენ იმ ქალის ისტორიის შესახებ, რომელსაც მის ღალატში დაეჭვებულმა ქმარმა სცემა და თავი გადაპარსა. ამის შესახებ დაახლოებით ერთი კვირის წინ გახდა ცნობილი, ამ დღეებში კი კიდევ ერთი მსგავსი შემთხვევა ამოტივტივდა.

 


ვიდრე სამართალდამცავი ორგანოები, მათივე მტკიცებით, „გამოძიებას აწარმოებენ“, სოციალურ ქსელებში ადამიანები იმაზე მსჯელობენ, თუ ვინ არის დამნაშავე – ის ქმრები, რომლებიც ცოლებს ასე ექცევიან, თუ თავად ამის „მაპროვოცირებელი“ ცოლები.

 


პირველი შემთხვევა: ღალატის გამო დასჯა

 


კისლოვოდსკში მცხოვრებმა აზერბაიჯანელმა ცოლის ღალატი იეჭვა. „შელახული ღირსებისთვის დასჯის მიზნით“, მან ცოლს სცემა, თავი გადაპარსა და ეს ყველაფერი ვიდეოზე გადაიღო. ეგზეკუციაში მას მშობლები ეხმარებოდნენ.

  


როდესაც ეს ვიდეო ინტერნეტში მოხვდა, ხმაურიანი სკანდალი ატყდა. დაზარალებულის დედამ პოლიციაში განცხადება შეიტანა. ცნობილი გახდა, რომ ოჯახში კონფლიქტები მანამდეც ხდებოდა, ქალი რაღაც დროით ქმრისგან წასულიც კი იყო, თუმცა შემდეგ დაბრუნდა.

 


სოციალური ქსელების რეაქცია

 

 

ეს თემა გასული კვირის განმავლობაში ყველაზე ფართო მსჯელობის საგანი გახდა. და, ამის შესახებ საუბრისას მომხმარებლები მხოლოდ ქმარს არ ამხელდნენ. ბევრმა მიიჩნია, რომ ის სწორად მოიქცა. მთლიანობაში, საზოგადოება, არა ორ , არამედ რამდენიმე ბანაკადაც კი დაიყო. ზოგიერთი ქალს იმის გამო ადანაშაულებდა, რომ ის ასეთ ქმართან ცხოვრებას აგრძელებდა. სხვები კი მათ ლანძღავდნენ, ვინც ამ ქმარს იცავდა.

 


ზოგიერთი კომენტარი:

 


„თუ ღალატობდა კიდეც, უყვირე, თუ მაინცდამაინც – აგინე, და გაშორდი. ეს რა მხეცობაა? როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა მეორეზე ხელი აღმართოს

 


„ახია მის თავზე! ღალატისთვის უნდა სცემო კი არა, უნდა ჩამოახრჩო!“

 


„ისინი, ვინც ამ მამაკაცს ამტყუნებენ, თავი მის ადგილას დააყენონ. თავად რას გააკეთებდნენ?“

 


„კარგი მამაკაცებს ცოლები არ ღალატობენ! ალბათ თავის ბრალია!“

 


„ასეთი ამბები ოჯახში უნდა დარჩეს, და არა ხალხში სალაპარაკო გახდეს. მამაკაცი კანონის მიხედვით დაისჯება, ქალს კი ღმერთი დასჯის“.

 

 

„ერთი მხრივ, ეს ქალი, რასაკვირველია, მეცოდება. მაგრამ მეორე მხრივ, რატომ არ მიატოვა აქამდე ასეთი ქმარი , რატომ არ დაიწყო ცხოვრება თავიდან, და საქმე აქამდე რატომ მიიყვანა?“

 


„ასეთ მამაკაცებზე გული მერევა: იმაზეც, რაც ვიდეოზეა, და მათზეც , ვინც მას კომენტარებში ამართლებს“

 


„წყეულიმც იყოს ის, ვინც ეს ჩაიდინა“

 


„ვინც ძალადობასა და სისასტიკეს მხრს უჭერს – ერთხელ და სამუდამოდ ასეთების კასტრირება უნდა მოხდეს“

 


მეორე შემთხვევა: ძალადობის 14 წელი

 


მეორე შემთხვევა აზერბაიჯანის ერთ-ერთ რაიონში მოხდა. მის შესახებ პრესას გაერთიანება „აზერბაიჯანის შვილების“ ხელმძღვანელმა კიამალი აგაზადემ აცნობა. ის მოჰყვა, რომ მათ თავშესაფარს ქმრისგან გამოქცეულმა ქალმა მიმართა. 14 წლის განმავლობაში ის სხვადასხვა მიზეზით რეგულარულად სცემდა ქალს, ასევე პარსავდა თავს, და საერთოდ ყველანაირად აბუჩად იგდებდა.

 


ქალი შინ, მშობლებთან დაბრუნებას ცდილობდა, მაგრამ მამამ მას პირობა დაუყენა, რომ ასეთ შემთხვევაში, ის ქალის ორ მცირეწლოვან გოგონას (თავის შვილიშვილებს) სწავლის უფლებას არ მისცემდა და სასწრაფოდ გაათხოვებდა. ამჟამად ამ პრობლემით დაკავებულია გაერთიანება „აზერბაიჯანის ბავშვები“.

 


სტატისტიკა

 

 

ბაქოში ახლახან ჩატარდა კონფერენცია, რომელიც ეძღვნებოდა 16-დღიან კამპანიას „შეჩერდეს ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ ძალადობა“. იქ გამოსვლისას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ადიგეზალ ადიგეზალოვმა თქვა, რომ აზერბაიჯანში ქალთა მიმართ ძალადობის დანაშაულთა რიცხვმა იკლო. 2018 წელს ოჯახური ძალადობის 678 ფაქტი, ამ ნიადაგზე მომხდარი თვითმკვლელობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის 135 შემთხვევა დაფიქსირდა, ქალთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო კი, პასუხისგებაში 2004 ადამიანი მიეცა.

 

 


თუმცა, ექსპერტები ჩივიან, რომ სწორედ ქალთა მიმართ ოჯახური ძალადობისა და საყოფაცხოვრებო მიზეზებით ქალთა მკვლელობის შესახებ ადეკვატური სტატისტიკის მიგნება შეუძლებელია. ამიტომ მკვლევარებს უწევთ, რომ პრესაში გამოქვეყნებულ კრიმინალურ ქრონიკას ადევნონ თვალი. და მაინც, ის შემთხვევები, რომლებსაც პოლიციაში არ აცხადებენ „კადრს მიღმა“ რჩება.

 

 

https://jam-news.net 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი