საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ჩრდილოეთ კაროლინაში, სადაც უხვი თოვლისა და ქარბუქის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა - ათეულობით ათასი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი კაროლინაში, ალაბამაში, ტენესისა და ჯორჯიაში
10-12-2018, 17:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთ შტატებში თოვლის სახით უხვი ნალექის მოსვლისა და ქარბუქის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, ათეულობით ათასი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

 


ჩრდილოეთ კაროლინაში საგანგებო მდგომარეობა არის გამოცხადებული. ზოგიერთ ადგილებში თოვლის საფარმა შაბათ-კვირას 0.5 მეტრს მიაღწია.

 


BBC-ის ცნობით, ერთი მამაკაცი მას შემდეგ დაიღუპა, რაც მის ავტომანქანას ხე დაეცა. მიმდინარეობს იმ მძღოლის სამძებრო სამუშაოები, რომლის სატრანსპორტო საშუალებაც მაშველებმა მდინარეში იპოვეს.

 


რეგიონის გასწვრივ ათასობით ფრენა გაუქმდა.

 

 

 


300 000 ათასზე მეტ ადამიანს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება კვირას კაროლინაში, ალაბამაში, ტენესისა და ჯორჯიაში და ამინდის ეროვნული ბიურო „სახიფათო ქარბუქის“ შესახებ აფრთხილებდა სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონების, „განსაკუთრებით კი ჩრდილო კაროლინას და ვირჯინიის“ მცხოვრებლებს.

 


ზოგიერთ ადგილებში იმხელა თოვლი მოვიდა, რომ მისმა სიმძიმემ ელექტროგადამცემი ხაზების ჩაწყვეტა გამოიწვია. მაგრამ მთავარი საფრთხე გზებზე შეიქნა.

 


პოლიციის ცნობით, ვირჯინიაში დაახლოებით 60 ავარია მოხდა, ჩრდილო კაროლინაში კი 500 ავტსაგზაო შემთხვევა - კვირას, ადგილობრივი დროით, შუაღამიდან 11:00 საათამდე.

 


ჩრდილოეთ კაროლინას გუბერნატორმა როი კუპერმა CNN-ს უთხრა, რომ შტატის „ყველაზე დიდი წუხილი“ არა თოვლი, არამედ „ყინულია, რომელიც გზებს კიდევ უფრო მეტად სახიფათოს ხდის“.

 


ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ადამიანის სიკვდილია დადასტურებული. მეორე პირს კი შეთხვევის შედეგად დაზიანებები აქვს მიღებული და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 


აღმოსავლეთით, რამდენიმე ასეული მილით დაცილებულ კინსტონში მყვინთავები კი იმ მძღოლს ეძებენ, რომლის ტრაილერიც მდინარეში არის ჩავარდნილი.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი