თავდაცვის მინისტრის მოადგილე საგნის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ სკოლაში სწავლების საკითხზე საუბრობს: საგანს საპილოტე რეჟიმში შერჩეულ სკოლებში სამხედრო გამოცდილების მქონე პირები წაიკითხავენ
10-12-2018, 17:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნუკრი გელაშვილმა მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე საგნის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ სკოლაში სწავლების საკითხზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 


„ბოლო დროს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია საგნის „თავდაცვა და უსართხოება“ სკოლაში სწავლების საკითხმა. მინდა მოგახსენოთ, რომ სასწავლო მასალის დახვეწაზე ერთობლივად მუშაობს თავდაცვის სამინისტრო, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური. სასწავლო პროცესში გამოსაყენებლი მასალა მუშავდება ელექტრონული ფორმით და დასრულების შემდეგ, რეკომენდაციებისათვის საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს გადაეგზავნება. ამის შემდეგ სასწავლო მასალა ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვის“, განაცხადა გელაშვილმა.

 


მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან ხაზგასმით განმარტა სკოლაში საგნის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ დანერგვის მიზანი.

 


„პროექტის მიზანია, ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება თავდაცვის სისტემებზე, საქართველოს თავდაცვის ძალებზე და სამოქალაქო უსაფრთხოებაზე, ასევე პრაქტიკული უნარების შეძენაზე და ასევე, ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაზრდა. საგანს „თავდაცვა და უსაფრთხოება“ საპილოტე რეჟიმში შერჩეულ სკოლებში სამხედრო გამოცდილების მქონე პირები წაიკითხავენ, რომელთაც გავლილი ექნებათ მასწავლებელთა მომზადების შესაბამისი კურსი“, აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

 


ნუკრი გელაშვილმა საუბრის დასასრულს მედიის წარმომადგენლებს თხოვნით მიმართა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წინააღმდეგობრივი ინფორმაციის გავრცელებას ხელი არ შეუწყონ.

 


„ყველა დაინტერესებულ პირსა თუ ორგანიზაციას საშუალება ექნება სასწავლო მასალის ელექტრონულ ვერსიასთან დაკავშირებით მოგვაწოდონ თავიანთი რეკომენდაციები როგორც პილოტირების დაწყებამდე, ასევე პილოტირების პროცესში სასწავლო მასალის დახვეწის მიზნით”, განაცხადა გელაშვილმა, როგორც ამას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი