კიბერუსაფრთხოების ბიურო ნატოს „გონივრული თავდაცვის“ პროგრამის სამუშაო შეხვედრას მასპინძლობს
11-12-2018, 12:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო ნატოს „გონივრული თავდაცვის“ მრავალეროვნული კიბერთავდაცვის საგანმანათლებლო და ტრეინინგ პროგრამის სამუშაო ჯგუფის მე-18 შეხვედრას მასპინძლობს.

 


სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ „გონივრული თავდაცვის“ ექსპერტებმა სამუშაო შეხვედრაზე სხვადასხვა სპეციალიზირებული კურსების კურიკულუმები და კიბერთავდაცვის სამაგისტრო პროგრამა შეაჯამეს, რომელიც შემდგომ ნატოს წევრი ქვეყნების საგანმანათლებლო სტრუქტურებში დაინერგება.

 


მრავალეროვნული კიბერთავდაცვის საგანმანათლებლო და ტრეინინგ პროგრამის MN CD E&T მიზანია ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ასევე პარტნიორი ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, საერთო საგანმანათლებლო და ტრენინგების პლატფორმის შექმნა.

 


აღნიშნულ პროგრამაში ჩართულობა ხელს უწყობს საქართველოს კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების ზრდასა და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას. კიბერუსაფრთხოების ბიურო პროექტში 2016 წლიდან მონაწილეობს.

 


ნატოს „გონივრული თავდაცვის“ ორდღიან სამუშაო შეხვედრას ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და ინსტიტუციური აღმშენებლობის DIB სკოლის წარმომადგენლებიც ესწრებიან.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი