„კონსერვატიული პარტიის“ დეპუტატები დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის უნდობლობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ
12-12-2018, 13:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კონსერვატორი დეპუტატები დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, ტერეზა მეის უნდობლობის გამოსაცხადებლად კენჭისყრისთვის ემზადება. ინფორმაციას BBC  ამ წუთებში ავრცელებს, რომლის ცნობითაც კენჭისყრა ოთხშაბათს, მოგვიანებით შედგება. მანამდე კი, ტერეზა მეი განცხადებას აკეთებს.

 

 

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამდე დიდი ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ბრექსიტელები („ბრექსიტის“ - დიდი ბრიტანეთის ევროკავშირის დატოვების მომხრეები) დარწმუნებული იყვნენ, რომ მათ საკმარისი მხარდაჭერა ჰქონდათ იმისათვის, რომ ტერეზა მეის, როგორც პარტიის ლიდერის უნდობლობის კენჭისყრის პროცედურა წამოეწყოთ.

 

 

კანონის თანახმად, თუკი 48 „კონსერვატორი“ პარლამენტის წევრი ხელს მოაწერს წერილს, სადაც ეწერება, რომ ისინი უკვე აღარ უჭერენ მხარს მეის, მაშინ პარტიის ხელმძღვანელის პოსტისთვის ახალი ბრძოლა დაიწყება. (შენიშვნა: დიდ ბრიტანეთში მმართველი პარტიის ლიდერის პოსტიდან წასვლა პრემიერ მინისტრის თანამდებობის დატოვებასაც ნიშნავს). 

 

 

„დაუნინგ სთრითზე“ #10-ის გარეთ საუბრისას მეიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა: „ხელმძღვანელობის არჩევნები ვერ შეცვლის მოლაპრაკების ფუნდამენტურ საკითხებს ან საპარლამენტო  არითმეტიკას“. 

 


ინგლისის პარლამენტის თემთა პალატის რიგითი წევრებისთვის ტერეზა მეის მმართველი „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის პოსტზე საქმიანობის გაგრძელება იმ მოტივით არის მიუღებელი, რომ მათი აზრით, პრემიერ მინისტრის მიერ ბრიუსელთან „ბრექსიტის“ თაობაზე მიღწეული შეთანხმებით დიდი ბრიტანეთი კვლავ დიდი ხნის განმავლობაში იქნება მჭიდროდ მიბმული ევროკავშირთან. ამავე დროს, როგორც BBC იტყობინება, უკმაყოფილონი არიან „ტორების“ ზოგიერთი ის წარმომადგენლებიც, რომელთაც რეფერენდუმზე ბრიტანეთის ბლოკში დარჩენას მისცეს ხმა.

 


ტერეზა მეის წინააღმდეგ მის პარტიის მიღმა პოლიტიკური ბრძოლა ოპოზიციურ ფლანგზეც გრძელდება. ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი დაჟინებით მოუწოდებდა მთავარი ოპოზიციური „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარეს, ჯერემი კორბინს, თემთა პალატაში მეის, როგორც პრემიერ მინისტრის უნდობლობის გამოცხადების საკითხი დაეყენებინა, თუმცა ამ დრომდე იგი ამ თემისადმი წინააღმდეგობას სწევდა.

 


ტერეზა მეი კი ამ ფონზე ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ევროპის ლიდერებთან. სამშაბათს მან შეხვედრები გამართა გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან, ნიდერლანდების პრემიერ მინისტრთან, მარკ რუტესთან, ევროკავშირის ლიდერებთან და მაღალი რანგის სხვა ოფიციალურ პირებთან ჰააგაში, ბერლინში და ბრიუსელში იმ იმედით და ძალისხმევით, რომ გადაარჩინოს ბრიუსელთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული „ბრექსიტის“ შეთანხმება, რომელსაც ფართოდ უწევენ წინააღმდეგობას თემთა პალატის წევრები ყველა პარტიიდან - ისინი, ვინც რეფერენდუმზე ხმა მისცეს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას და ისინიც, ვინც მხარი დაუჭირეს მის დარჩენას ბლოკში.

 


ტერეზა მეის გადაწყვეტილებამ, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პირობებზე სამშაბათისთვის დაგეგმილი კენჭისყრის გაუქმების თაობაზე, თემთა პალატაში სიბრაზე და მძაფრი დებატები გამოიწვია.

 


რა განაცხადეს თემთა პალატის რიგითმა წევრებმა?

 


ჯერჯერობით, „ტორების“ 27-მა დეპუტატმა დაადასტურა საჯაროდ, რომ მათ გააგზავნეს წერილი, სადაც ამბობენ, რომ თავიანთი ლიდერის მიმართ ნდობა დაკარგეს, მაგრამ სულ უფრო მეტად გამოითქმებოდა ვარაუდები, რომ აღნიშნული წერილის ხელმომწერთა რიცხვი გაზრდილი იყო.

 


გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ოუენ პეტერსონი მათ შორისაა, რომელმაც სულ ახლახან მოუწოდა ტერეზა მეის, წავიდეს თანამდებობიდან. იგი „Daily Telegraph“-ში გამოქვეყნებულ წერილში პრემიერ მინისტრის შეცდომებზე საუბრობს და ამბობს, რომ მეი წარუმატებელი აღმოჩნდა იმ მომენტისთვის, რომელიც უშვებდა იმის შესაძლებლობას, რომ ბრიუსელთან „ბრექსიტის“ შეთანხმება ვერ შემდგარიყო და „მისმა შეცდომებმა დაანგრია ნდობა მთავრობაში“.

 


„იგი [ტერეზა მეი] არაერთგზის აცხადებდა, რომ ‘შეთანხმების მიუღწევლობა უკეთესია, ვიდრე ცუდი შეთახმება’, მაგრამ ნათელია, რომ მისი მიზანი იყო ნებისმიერ ფასად უზრუნველეყო შეთანხმება“, აღნიშნავს პეტერსონი.

 


მაგრამ კაბინეტის ყოფილმა მინისტრმა დამიენ გრინმა, რომელიც მხარს უჭერს ტერეზა მეის, BBC-ის უთხრა: „თუკი ადამიანებმა ასეთი შინაარსის წერილი დაწერეს... ეს არის საკუთარი თავისადმი გამოხატული უზარმაზარი ინდულგენციის აქტი“.

 

 

„უესტმინისტერის გარეთ მყოფი ხალხი ასე იფიქრებს: ‘ჩვენ გვყავს პრემიერ მინისტრი, რომელიც ნამდვილად რთულ მოლაპარაკებებს მართავს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მძაფრი მომენტის დასრულების ჟამს, რასაც კი ამ ქვეყნის ისტორიის 50 წლის განმავლობაში ჰქონია ადგილი’.

 


„ამ ეტაპზე პრემიერ მინისტრისთვის ძირის გამოთხრა მე სრულიად მცდარ ნაბიჯად მეჩვენება“.

 


რა განაცხადა ტერეზა მეიმ და რას ფიქრობენ „ბრექსიტის“ შეთანხმებაზე ევროკავშირის ლიდერები?

 

 

სამშაბათ საღამოს დასმული შეკითხვის, - არის თუ არა საქმის კურსში მისი თანაპარტიელების, დეპუტატების მიერ შედგენილი წერილის თაობაზე, რომელთა რაოდენობამაც 48-ს მიაღწია - ტერეზა მეიმ უპასუხა: „არა, მე ვარ აქ, ევროპაში იმ საკითხის მოსაგვარებლად, რასაც შევპირდი პარლამენტს, რომ მოვაგვარებდი“.

 


ოთხშაბათს მეის დუბლინში ელოდებოდნენ მას შემდეგ, რაც იგი მისი კაბინეტის წევრებთან ყოველკვირეულ შეხვედრას გამართავდა და პარლამენტში პრემიერ მინისტრის შეკითხვების ფორმატში წარსდგებოდა, თუმცა მან იქ ვიზიტი გააუქმა. 

 

 

ხუთშაბათს დაგეგმილი იყო მისი ევროპის ლიდერების სამიტზე დასწრება, სადაც მოელოდნენ, რომ იგი „ბრექსისტის“ არსებულ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის გარდაუვალ აუცილებლობას გაუსვამდა ხაზს და შეეცდებოდა პარლამენტის მხარდაჭერის მიღებას.

 


სამშაბათს მეიმ აღნიშნა, რომ ევროპის ლიდერებს შორის „მტკიცე საერთო მიდგომა“ არსებობს ირლანდიის საზღვრის პრობლემის აღმოფხვრასთან დაკავშირებით - ერთ-ერთი ყველაზე სადავო საკითხი, რის გამოც „ბრექსიტის“ არსებულ შეთანხმებას თემთა პალატის წევრები მხარს არ უჭერენ.

 


ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ ევროკავშირი „ბრექსიტის“ გასულ თვეს მიღწეული შეთანხმების „ხელახლა განხილვას“ არ აპირებს, მაგრამ მისი თქმით, „შემდგომი ახსნა-განმარტებებისთვის“ სივრცე ღია რჩება.

 

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ასევე დაჟინებით ირწმუნება, რომ ევროკავშირი „ხელახალ მოლაპარაკებებს არ გამართავს“, მაგრამ მისი თქმით, ლიდერები განიხილავენ საკითხს, თუ როგორ დაეხმარონ დიდ ბრიტანეთს, რომ მასთან „რატიფიკაცია ადვილად წარიმართოს“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი