აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილ მარჯვენა ხელს, მაიკლ კოენს 36-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
12-12-2018, 21:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილ იურისტს, მაიკლ კოენს 36-თვიანი პატიმრობა მიესაჯა.

 

 

იგი ტრამპის შიდა გარემოცვის პირველი წარმომადგენელია, რომელიც სპეციალური პროკურორის მიერ აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გასამართლდა.  

 

 

იგი დამნაშავედ ცნეს არაერთი კრიმინალური ქმედებისთვის, მათ შორის კამპანიის ფინანსურ დარღვევებში, გადასახადების დამალვაში და კონგრესისთვის ტყუილის თქმაში.  

 

 

სასამართლო სხდომაზე კოენმა თავისი ყოფილი ბოსი მძაფრად გააკრიტიკა.

 


52 წლის კოენმა მოსამართლე უილიამ პოლის ნიუ-ორკში, მანჰეტენის სასამართლო დარბაზში უთხრა, რომ ტრამპი გახდა მისთვის იმის მიზეზი, რომ „სიბნელის გზას გაჰყოლოდა, ვიდრე სინათლის“.

 


მან სასამრთლოს განუცხადა, რომ მისი „სისუსტე დონალდ ტრამპისადმი ბრმა ერთგულება იყო“.

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ყოფილმა იურისტმა მაიკლ კოენმა გასული თვის ბოლოს აღიარა, რომ აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს რუსეთში ტრამპის უძრავი ქონების გარიგების შესახებ მოიტყუა.

 


BBC-ის ცნობით, კოენი დამნაშავედ იქნა ცნობილი იმის გამო, რომ კონგრესს ტყუილი უთხრა. მან თქვა, რომ ეს ტრამპისადმი ერთგულების გამო გააკეთა.

 


ტრამპმა მაშინ განაცხადა, რომ მისი ყოფილი მარჯვენა ხელი პროკურორებს იმ იმედით „ატყუებდა“, რომ შემცირებული სასჯელი მიეღო.

 


სპეციალური პროკურორი, რობერტ მიულერი აშშ-ის 2016 წლის არჩევნებში რუსეთის როლს და მოსკოვთან ტრამპის კამპანიის ფარულ შეთანხმებას იძიებს.

 

 

აგვისტოში, კოენი 2016 წლის არჩევნების დროს ფინანსური კანონების დარღვევისთვის ცნეს დამნაშავედ. კერძოდ, იგი იმაში დაადანაშაულეს, რომ ტრამპის თითქოსდა საყვარელ ქალს დუმილის სანაცვლოდ ფული გადასცა.

 

 

კოენი გასული წლის ოქტომბერში დახურულ კარს მიღმა იქნა გამოკითხული სამართალდამცველების მიერ, რომლებიც იძიებენ იმას, იყო თუ არა ფარული შეთანხმება ტრამპის კამპანიასა და რუსეთს შორის იმის თაობაზე, რომ აშშ-ის 2016 წლის არჩევნებზე გავლენა მომხდარიყო.

 


კოენმა სენატსა და წარმომადგენლობითი პალატის სადაზვერვო კომიტეტს უთხრა, რომ მოსკოვის პროექტზე მოლაპარაკებები 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის იანვრამდე გაგრძელდა.

 


მაგრამ გამოძიებამ დაასკვნა, რომ როგორც „ეს კოენმა კარგად იცოდა“, მოსკოვის პროექტზე მოლაპარაკებები 2016 წლის ივნისამდე გაგრძელდა.

 


კოენმა სამართალდამცველებს ასევე უთხრა, რომ პროექტის შესახებ მას შეზღუდული კონტაქტი ჰქონდა ტრამპთან მაშინ, როცა ფაქტობრივად ეს პროექტი „უფრო ფართო მასშტაბებში“ გადავიდა.

 


პროკურორების განცხადებით, კოენი ცდილობდა შეექმნა მცდარი წარმოდგენა, რომ მოსკოვის პროექტი მანამ დასრულდა, ვიდრე 2016-ში „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კამპანია ჯეროვნად იყო დაწყებული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი